საქართველოს მთავრობა გეგმავს, რომ ქვეყანა სრულად გადაიყვანოს ადგილობრივი წარმოების დენის მოიხმარებაზე და ამ მიზნით ჰესების მშენებლობის წახალისებას ცდილობს. რამდენად სწორად არის დაგეგმილი ეს სტრატეგია, რა ვადა დაითქვა და რამდენად რეალისტურია ხელისუფლების გათვლა?
საქსტატმა ინფლაციის ახალი მაჩვენებელი გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ, რომ გასული წლის ბოლოს, დეკემბერში წლიური ინფლაცია 0.4% იყო.
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, რუსეთ-უკრაინის ომისგან საქართველომ, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებმა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მიიღო.
2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით ხვდება.
თითქმის 15 წელია მაუწყებელი ბიუჯეტიდან მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ] არანაკლებ 0.14%-ით ფინანსდება. ბოლო წლებში ეკონომიკის ზრდასთან ერთად მაუწყებლის ბიუჯეტიც იზრდებოდა. სწორედ მზარდი ბიუჯეტი გახდა დაფინანსების წესის ცვლილების მიზეზი.
თვის ბოლოს ოფიციალურად დაზუსტდება 180 ათასზე მეტ ადამიანს გაუიაფებს თუ არა სესხს ეროვნული ბანკი. საბჭოს სხდომამდე, რომელიც 20 დეკემბერს არის დაგეგმილი, ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ფაქტობრივად რეფინანსირების განაკვეთის შემცირება დააანონსა.
იანვრიდან ბიზნესს გაზის საფასური გაეზრდება. ტარიფის მომატების შესახებ ინფორმაცია ჯერ „სოკარ ჯორჯია გაზმა” გაავრცელა, რომელიც რეგიონების გაზმომარაგებას უზრუნველყოფს, შემდეგ კი - „თბილისი ენერჯიმ”.
ამის შესახებ კვლევითი ცენტრის PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც 2013-2022 წლების პერიოდს შეისწავლის.
შემცირდება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი, ჯერჯერობით უცნობია. დაფინანსების წესის ცვლილებაზე მსჯელობა პარლამენტის წევრების მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა განაახლა. ცვლილებები არა ოპოზიციამ, არამედ მმართველი პარტიის წევრებმა მოითხოვეს. ოპოზიციამ ინიციატივა მოიწონა.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნოემბრის დასაწყისში მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ სათამაშო ბიზნესს დამატებით ახალი რეგულაციები უწესდება, რაც 2024 წელს დაახლოებით 400 მილიონი ლარით გაზრდის ქვეყნის ბიუჯეტს. ამ განცხადებიდან 4 დღით ადრე პარლამენტში უკვე შესული იყო მმართველი პარტიის წევრების კანონპროექტი.
ეროვნული ციფრული ვალუტა ჯერჯერობით მხოლოდ ისევ იდეაა, რომლის რეალურად შექმნასა და განვითარებაზე საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლიდან უკვე მუშაობს.
დღეს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა - იმ დათქმით, რომ ქვეყანა რეფორმირებას განაგრძობს. მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, საბოლოოდ დეკემბერში გადაწყდება.
ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, ისრაელისა და „ჰამასის“ ომი საქართველოს ტურისტულ შემოსავლებს წელსვე დაახლოებით 70 მილიონი დოლარით აზარალებს. ამ მასალაში ვარკვევთ, რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს და არსებობს თუ არა უფრო ოპტიმისტური სცენარიც.