ზემოთ, ფოტოზე რომ ლამაზ ტბას ხედავთ, საგურამოშია. მაგრამ მანდ პიკნიკზე წასვლას არ გირჩევთ. საშინელი სუნი შორიდანვე გამოგაბრუნებთ. და თუ მაინც მიუახლოვდებით, შენიშნავთ, რომ ტბას წყალმცენარეები მოდებია და საერთოდაც ტბა კი არა, ერთ დიდ საკანალიზაციო ჭად ქცეული ჭაობია.