ჟურნალისტი, ვებრედაქტორი. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის საკითხებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1993 წლიდან.
„ჰერიტიჯ ფაუნდეიშენმა“ და „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ გამოაქვეყნეს „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2011”.
2011 წლის დადგომისთანავე საქართველოში ახალი საგადასახადო კოდექსი ამოქმედდა.
2010 წელს საქართველომ ეკონომიკური კრიზისის დაძლევა დაიწყო: ეკონომიკა 6 პროცენტით გაიზარდა.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალებით საქართველოს მთავრობამ უახლოესი ორი კვირის მანძილზე უნდა წარმოადგინოს ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა. ასეთი ვალდებულება მინისტრთა კაბინეტმა პრეზიდენტისგან ერთი კვირის წინ სათაფლიის მღვიმეში გამართულ მთავრობის სხდომაზე აიღო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ცვლილებები გასულ კვირაში გამართული მთავრობის სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მთავრობამ თავადვე აღიარა, რომ გარკვეული პრობლემები არსებობს გადასახადის გადამხდელთა და ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურებს შორის.
მომავალ კვირაში საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც საპენსიო სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებს შეეხება. მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, პენსიები და სხვა სოციალური შეღავათები თუ დახმარებები თავს ერთ პაკეტში მოიყრის.
სახალხო კრების ორდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერები იმ მიზეზებზე ალაპარაკდნენ, რის გამოც სახალხო კრება კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. პარტიების ლიდერთა ერთი ნაწილი ქუჩის საპროტესტო აქციების არაეფექტურობაზე საუბრობს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2010 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ამსახველი ინფორმაცია გამოაქვეყნა. სამსახურის მონაცემების თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა როგორც იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა, ასევე ექსპორტიც.
გასულ კვირაში თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. 2011 წელს თბილისის მთავრობას 620 მილიონი ლარის დახარჯვის საშუალება ექნება, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 123 მილიონით ნაკლებია.
კვირის ბოლოს საქართველოს პარლამენტის სესიამ პირველი მოსმენით განიხილა 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი. წინასწარი კონსულტაციების შემდეგ, გადამუშავებული პროექტის მიხედვით, ქვეყნის ბიუჯეტის მოცულობა 7 მილიარდ 88 მილიონი ლარით განისაზღვრა.
მსოფლიო ბანკმა ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული ყოველწლიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა სახელწოდებით „Doing Business 2011“. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველომ კიდევ ერთხელ წინ წაიწია და მეცამეტე ადგილიდან მეთორმეტეზე გადაინაცვლა.
საქართველომ, სირთულეების მიუხედავად, ეკონომიკური კრიზისი დასძლია, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირაში მაროკოს ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას ტელეკომპანია სი-ენ-ბი-სისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მიერ მომზადებული 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით თითქმის ოთხჯერ იზრდება სოფლის მეურნეობს სფეროს დაფინანსება. საქართველოს ეკონომიკის ამ პერსპექტიული მიმართულების განვითარებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტიდან დამატებით 40 მილიონი ლარი გამოიყოფა.
წლევანდელი თბილისობა ტრადიციულისგან ხანგრძლივობით განსხვავდება. საზეიმო ღონისძიებები უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს და კიდევ 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამ დღეებში თბილისისადმი მიძღვნილი მრავალი გამოფენა, კონცერტი თუ პრეზენტაცია გაიმართა.
გასულ კვირაში, აშშ-ში ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 6 პროცენტით გაიზარდა. მისივე თქმით, ელოდებიან, რომ წლის ბოლოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 750 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ პარლამენტში ოქტომბრის დასაწყისში შეიტანა. მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა ოდნავ მცირეა, ვიდრე 2010 წლისა, მაგრამ გაზრდილია პრიორიტეტული სფეროების დაფინანსება.
გასულ კვირაში საქართველოს მთავრობის დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მეთაურობით, თურქეთში იმყოფებოდა. სტამბულში, შავი ზღვის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის გარდა, გილაური შეხვდა თავის თურქ კოლეგას რეჯეპ ტაიპ ერდოანს.
მიმდინარე კვირაში ”ფრეიზერის ინსტიტუტმა” და ”ჰერიტიჯის ფონდმა” თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნეს მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი. ორივე კვლევის მიხედვით, საქართველომ საგრძნობლად წინ წაიწია და საუკეთესო ოცეულს მიუახლოვდა.
ცხინვალის ხელისუფლებამ ახალგორის რაიონის მოსახლეობას სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტის ასაღებად ერთთვიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობას ახალგორის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს.
გასულ კვირაში აზერბაიჯანის დედაქალაქში თავი მოიყარეს ოთხი ქვეყნის ლიდერებმა - აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტებმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. მათი შეკრების მთავარი მიზანი ახალი ენერგეტიკული პროექტებია.
ჩამოტვირთე მეტი