სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ახალგორის რაიონის მოსახლეობას ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტის ასაღებად ერთთვიანი ვადა მისცა, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსი”. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობას ახალგორის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს. ასეთი ერთთვიანი ვადა ჯერ კიდევ აგვისტოს თვის დასაწყისში დააწესეს, თუმცა მისი სანქციები ჯერაც არ ამოქმედებულა.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შსს-ს საემიგრაციო სამსახურის უფროსის სოსლან ტიგიევის განცხადებით, იგეგმება, რომ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის უცხოეთის მოქალაქეებს გადასახადი დაუწესდეთ და ახალგორის მოსახლეობასაც ამ მიზეზით მოსთხოვეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტების აღება. მისი თქმით, ახალგორელებს, რომელთა უმეტესობას საქართველოს მოქალაქის პასპორტი აქვს, ერთთვიანი ვადის შესახებ საგანგებოდ აცნობებენ:
"ამ ვადის გასვლის შემდეგ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამხრეთ ოსეთის პასპორტი არ ექნებათ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებად ვცნობთ. შედეგად, ლენინგორის რაიონში შემოსვლისას ან რაიონიდან გასვლისას მათ 320 რუბლის გადახდა მოუწევთ", - განაცხადა ტიგიევმა.
ტიგოევის მიერ ნახსენები 320 რუსული რუბლი დაახლოებით 20 ლარის ტოლია და ამ თანხის ყოველდღიურად გადახდის საშიშროების წინაშე ახალგორში მცხოვრები უამრავი ქართველი დგას. ერთ-ერთმა მათგანმა, თამარ მეარყიშვილმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პასპორტის არმქონე მოსახლეობას დამატებით სხვა გადასახადებსაც დააკისრებენ:
”გადასახადები იქნება იმათთვისაც, ვისაც ადგილობრივი ჩაწერა აქვს და არ აქვს პასპორტი, მათთვისაც ფასიანი იქნება გადაადგილება და სინათლის გადასახადიც მაღალი იქნება, ისე როგორც უცხოეთის მოქალაქეებისთვის.”
აგვისტოს დასაწყისში შემოღებული ეს წესები ჯერჯერობით მხოლოდ შერჩევითი წესით მოქმედებს და აჯარიმებენ მხოლოდ უპასპორტო და ადგილობრივი ჩაწერის არმქონე ზოგიერთ მოქალაქეს. ყოველდღიურად ახალგორის ადმინისტრაციულ საზღვარს დაახლოებით 500 ადამიანი გადაკვეთს.
რეგიონის მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებისაგან კონკრეტულ რეაგირებას მოითხოვს, პასუხს ელის თბილისისგან იმის შესახებ, აიღონ თუ არა ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი. მათ სატკივარზე რეგიონის მკვიდრი თამარ მეარყიშვილი საუბრობს:
”აქაურებს აქვთ აღებული მეორე პირადობის მოწმობები. მე არ მინდა ასეთი ნაბიჯი გადავდგა. მე მაინტერესებს, რას მთავაზობს ხელისუფლება - დავტოვო ახალგორი თუ დავტოვო პირადობის მოწმობა.”
ასეთ კითხვებზე საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია გამოხატავს:
”საოკუპაციო რეჟიმის და მარიონეტული რეჟიმის სხვადასხვა გამოხტომებზე აყოლას აზრი არ აქვს. ჩვენ ერთი შეგვიძლია და ამას ვაკეთებთ, რომ ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე განვათავსოთ ეს ადამიანები და უმეტესობას სახლები უკვე აქვს. მეორე მექანიზმია ის, რომ ყველა საერთაშორისო დონეზე იქნეს გატანილი ეს საკითხი.”
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პასპორტების გაცემა 15 ოქტომბრამდეა შეჩერებული. შესაბამისად, ჭირს იმის გარკვევა, როდის დაიწყება ერთთვიანი ვადის ათვლა - განცხადების გამოქვეყნების მომენტიდან თუ 15 ოქტომბრიდან.