ჟურნალისტი, ვებრედაქტორი. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის საკითხებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1993 წლიდან.
ევროპაში მიმდინარე ცვლილებების ფონზე ხომ არ შეიცვალა ევროპის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ? ხომ არ შენელდა საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან? - ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს ვიცე-პრემიერს გიორგი ბარამიძეს კახა მჭედლიძე ესაუბრა.
პოლონეთის საკურორტო ქალაქ კრინიცაში, მეოცე ეკონომიკურ ფორუმზე რამდენიმე დისკუსია დაეთმო სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების საკითხებს.
კრინიცა-ზდრუიში უკვე მეოცედ გაიხსნა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი. ამჯერად მისი თემაა ევროკავშირის ეკონომიკისა და პოლიტიკის ცვლილების საკითხები ლისაბონის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ.
პირველი აგვისტოდან ძალაში შევიდა მოქმედ საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მობილური სატელეფონო კავშირი 10 პროცენტიანი აქციზის გადასახადით იბეგრება.
ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში წუხელ მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. აფეთქება მეთანის გაზმა გამოიწვია. მძიმედ დაშავებული შვიდი მაღაროელი თბილისში საავადმყოფოში იმყოფება.
წელს საქართველოს, 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35 პროცენტით მეტი ტურისტი ესტუმრა. ტურისტების მზარდი რიცხვი მომსახურების სფეროს შემოსავლების ზრდასთან ერთად ეკონომიკის სხვა სფეროებსაც ახალისებს.
ბოლო დროს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გააკრიტიკეს ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ექსპორტის განვითარების შესაძლებლობებს სრულფასოვნად ვერ იყენებენ.
ინვესტიციების კლების გამო საქართველო კვლავ რეცესიის საფრთხის წინაშე დგას, - მიიჩნევს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ბანკის შეფასებით, ქვეყანა მთლიანად საერთაშორისო დონორების დახმარებაზეა დამოკიდებული და საინვესტიციო შიმშილს განიცდის.
საქართველოში დიდი ხმაური მოჰყვა ეგრეთ წოდებული მაგისტრალური გაზსადენის სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან ამოღების გადაწყვეტილებას. საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ მილსადენი შეიძლება რუსეთმა შეიძინოს.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. 24 ივლისს აბიტურიენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ზოგადი უნარების ტესტური გამოცდის შედეგები. აბიტურიენტთა 8%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.
ბოლო კვირის მანძილზე არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა საგადასახადო კოდექსის პროექტში აღმოჩენილი ერთი ჩანაწერი გააპროტესტა, რომელიც მესამე სექტორის საშემოსავლო გადასახადის გაზრდას ითვალისწინებს.
ამ თანამდებობაზე არსოშვილმა შეცვალა ლადო ვარძელაშვილი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ახალი გუბერნატორი ბოლო დრომდე თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ახლახან მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც შესწავლილია საინვესტიციო ნაკადების მიმოქცევისათვის არსებული პირობები 87 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. ”ინვესტიციები საზღვრებს გარეშე” აღწერს იმ გარემოს, რომელიც მსოფლიოს 87 ქვეყანაშია შექმნილი.
ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით, რომლის საპარლამენტო განხილვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ალკოჰოლურ პროდუქციაზე აქციზური გადასახადი ორმაგდება, აქციზური გადასახადი უწესდება ტელეკომუნიკაციებს, დღგ-ით იბეგრება უმაღლესი განათლება...
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებების განხილვა დაიწყეს. მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 2010 წლის ფინანსური გეგმა 215 მილიონი ლარით იზრდება და თითქმის 7 მილიარდ ლარს მიაღწევს.
ლარის კურსი დღითიდღე ეცემა და უკვე ოთხი წლის წინანდელ ნიშნულს მიაღწია. ამჟამად ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 1 ლარი და 84 თეთრია, თუმცა ბანკები და სავალუტო ჯიხურები გაცილებით დაბალი კურსით ვაჭრობდნენ.
რუმინეთში ვიზიტით მყოფმა სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ შეთანხმდნენ რუმინეთში აზერბაიჯანის გაზის ტრანსპორტირება განხორციელდეს საქართველოს გავლით. პარალელურად, გამოცოცხლება შეინიშნება „ნაბუკოს“ საქმეშიც...
მაისის შუა რიცხვებში ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა შტეფან ფიულემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ულტრალიბერალური იდეები მთლიანად არ შეესატყვისება ევროკავშირის ეკონომიკურ პრინციპებს.
თბილისში 19 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით მშენებლობისა და ინტერიერის მეთხუთმეტე საერთაშორისო გამოფენა ”კაუკასუს ბილდ 2010” (Caucasus Build 2010) გაიმართა, რომელიც, წინა წლებთან შედარებით, მასშტაბურობით გამოირჩეოდა.
ეკონომიკური თავისუფლების საერთაშორისო ქსელის უახლესი ინდექსის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ - სამი პუნქტით -გაუარესდა და მან 141 ქვეყანას შორის 39-ე პოზიციიდან 42-ზე გადაინაცვლა.
ჩამოტვირთე მეტი