1924 წლის გასტროლების დროს ჯორჯ ბალანჩინი უცხოეთში დარჩა. დაიწყო გიორგისა და ანდრიას 45-წლიანი განშორება. ”ნიუ-იორკ სიტი ბალეტის” დასი, ჯორჯ ბალანჩინის ხელმძღვანელობით, 1962 წელს ლენინგრადს ესტუმრა. ”ამერიკული თვითმფრინავიდან გიორგი, კაპიტანივით, სულ ბოლოს გამოვიდა და, წარმოიდგინეთ, პირდაპირ ჩემსკენ გამოემართა. დამხვედრიც და ჩამოსულიც - ყველა ტიროდა...” - იხსენებდა მოგვიანებით ძმა.