ეშლი სლეიტერი დაიბადა კანადის უკიდურეს ჩრდილოეთში, შეფერვილში, 1961 წელს, გაიზარდა კი კალიფორნიის კაშკაშა მზის ქვეშ – იქ მისი მშობლები გადაბარგდნენ, როდესაც ეშლი სულ ექვსი თვის იყო. მიუხედავად იმისა, რომ სლეიტერი ყოველთვის ცხოვრებისადმი ექსტრემალური მიდგომით გამოირჩეოდა, ეს გარემოება არ ასახულა მის ნაზ, მოდუნებულ, მკაფიო ხაზების არმქონე მუსიკაში.
1977 წელს ის დამოუკიდებლად – მშობლების გარეშე – გადავიდა საცხოვრებლად ედინბურგში. იქ სლეიტერმა დაიწყო მუსიკალური მოღვაწეობა, როგორც შოტლანდიის სამეფო ჯარის პირველი ბატალიონის ბას-მეტრომბონემ, და, იმავდროულად, უკრავდა ჯგუფში “Otis and the Elevators”.
1983 წელს, ჯარიდან წამოსვლის შემდეგ, ეშლის მუსიკალური კარიერა განვითარდა ანარქისტულ ჯგუფში “Loose Tubes”, ის აგრეთვე სესიურად თანამშრომლობდა “The Rolling Stones”-თან. შემდგომში ახალგაზრდა მუსიკოსმა რობ პარტრიჯსა და ორენ მარშალთან ერთად საკუთარი ჯგუფი, “Microgroove”, დააარსა. კოლექტივი გამოირჩეოდა თავისებური ახალორლეანური ეისიდით, ე.წ. “მჟავური ჯაზით”, რომელშიც გაერთიანებული იყო ჯაზის და ფანკის ელემენტები და თავის კომპოზიციებში ელექტროსაყვირს იყენებდა.
უკვე იმხანად სლეიტერის ვოკალს 60-იანების ბლუზის ხმა უწოდეს. სადებიუტო ალბომის “The Human Groove” გამოსვლიდან 5 წლის შემდეგ ჯგუფს ნორმან კუკი, მეტსახელად “Fatboy Slim”, შეუერთდა და კოლექტივმა ახალი სახელწოდება, “Freakpower”, მოირგო.
“Freakpower”-ის ჟღერადობას საფუძვლად ლათინო და ფანკი დაედო. ჯგუფმა გამოუშვა ორი ალბომი, მისმა პირველივე სინგლმა კი ბრიტანული ჰიტ-პარადების მწვერვალს მიაღწია. სლეიტერს, რომელიც “Dr. Bone”-ის მეტსახელით გამოდიოდა სცენაზე, თაყვანისმცემლების უმრავლესობა “თავმოტვლეპილ ბიჭს” ეძახდა. მართლაც, მისი პრიალა მელოტი თავი და ძვირფასი ბრენდით და სიგარეტით გაჟღენთილი ვოკალი უზრუნველყოფდა ჯგუფის წარმატების 50 პროცენტს.
“Freakpower”-ის დაშლის შემდეგ დღის წესრიგში დადგა კითხვა: ნუთუ სლეიტერის ფენომენი სამუდამოდ დაიკარგა? მადლობა ღმერთს, როგორც შემდგომში გაირკვა, ის სამუდამოდ არ გამქრალა: ჩვენმა ფაციფუცისგან დაღლილმა მუსიკალურმა ექსტრემალმა ყურებში ხავერდოვანი ყურდამცავები ჩაიდო და 2002 წელს თავისი პირველი სოლო-ალბომი “Big Lounge” გამოუშვა.
ალბომს პროდიუსერობა ეშლის ძველმა მეგობარმა და შემოქმედებითი ძიების ამხანაგმა სტივ არგუეისმა გაუწია. მუსიკალურმა კრიტიკოსებმა ალბომს ”მჟავაგადასხმული ტონი ბენეტი” უწოდეს. როგორც ეს თვით სახელწოდებიდან (“დიდი მოდუნება”) გამომდინარეობდა, ალბომი ძალიან ბრძნულად, მშვიდად და რბილად ჟღერდა.
საერთოდ კი, სლეიტერის შემოქმედება ერთბაშად რამდენიმე ჟანრს ეკუთვნის – მასში გადახლართულია კლასიკა, ჯაზი, პოპი, ელექტრონიკა, “ეისიდი”. ყველა ეს ჟანრი ზომიერად არის წარმოდგენილი ეშლის მუსიკაში. ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ, რომ სწორედ სლეიტერი იყო ვოკალის შემსრულებელი უაღრესად პოპულარულ პროექტ ” Freakpower”-ის საუკეთესო სიმღერებში და ასევე მონაწილეობდა სხვა მსგავს მუსიკალურ პროექტებში, რომელთა შორის იყო ” Fatboy Slim”, EDP, ”The Man”, “Dimitri from Paris”, “Rui da Silva”.
თვითონ ეშლიმ თავის დებიუტს ხუმრობით მაილს დევისისა და ბარი უაიტის უკანონო შვილი უწოდა. ამჟამად სლეიტერი დიდი წარმატებით განაგრძობს მოღვაწეობას სცენაზე – ცოტა ხნის წინ მუსიკოსი, ელვის კოსტელოსა და დებბი ჰარისთან ერთად, ლონდონის ჯაზ-ფესტივალზე გამოვიდა. ინტერნეტში კი მოქმედებს მისი ფან-კლუბი.