„16+: სიტყვებიდან საქმისკენ“ - თბილისი მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობისთვის ემზადება. ფორუმში (30 ოქტომბერი-2 ნოემბერი) მონაწილეობას მიიღებს 20 ქვეყნის 120 წარმომადგენელი და ისინი გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის გარშემო იმსჯელებენ.
მეტროს ახალი სადგური, „უნივერსიტეტი“, დღეიდან მგზავრებს მოემსახურება. ვაჟა-ფშაველას გამზირის ბოლოში მდებარე სადგური 16 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა.
10-11 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდი, რომელზეც საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული მიმართულებით შექმნილი რთული ვითარება განიხილებოდა.
„სარბიელი“ დაბრუნდა. სპორტული გაზეთი, რომელიც ქართულ მედიაში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან თითქმის 20 წლის განმავლობაში იყო გამორჩეულად პოპულარული, მკითხველს განსხვავებული ფორმატით - ვებსაიტის სახით უბრუნდება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს მოქალაქის გივი შანიძის კონსტიტუციურ სარჩელს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს საქართველოში მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზების, ანუ სისხლის სამართლის პასუხისგების გაუქმების საკითხი.
რა მდგომარეობაა საქართველოში, სადაც არავინ იცის ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ზუსტი რიცხვი, და რა პრობლემები იკვეთება, ზოგადად, სამუშაო ადგილებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით?
სამუშაო ადგილებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღის მთავარ თემას.
2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების მოქმედების ვადა 2018 წლის პირველ იანვარს იწურება. ახალი მოწმობის ასაღებად მძღოლებმა მომსახურების სააგენტოს უნდა მიაკითხონ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჯილეხით გარდაიცვალა მამაკაცი. ეს სნეულება, როგორც წესი, ადამიანზე გადადის დაავადებული საქონლიდან. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამჯერად, ჯილეხის კერებს დეზინფექცია გაუკეთდა, ცხოველებს კი იძულებითი ვაქცინაცია უტარდებათ.
140 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დღის სინათლე იხილა ილია ჭავაჭავაძის პოლიტიკურ და სალიტერატურო გაზეთ „ივერიის“ პირველმა ნომერმა, რომელიც თავდაპირველად კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით გამოდიოდა, მოგვიანებით კი ჯერ ჟურნალად, შემდეგ კი ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთდა.
თბილისში სეირნობისას არაერთ ადგილას შეხვდებით პროფესიონალ თუ მოყვარულ მუსიკოსებს. მათი რეპერტუარი ისეთივე განსხვავებულია, როგორც მათი მუსიკალური გემოვნება, გამოცდილება და ქუჩაში დაკვრის მოტივაცია.
გორელებისთვის ჭიდაობა ერთ-ერთი უსაყვარლესი სპორტია. სწორედ ამ ქალაქიდანაა რამდენიმე მოქმედი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი. საქმე ისაა, რომ ისინი არა მარტო ერთი რაიონიდან არიან, არამედ ერთსა და იმავე დარბაზში ვარჯიშობდნენ.
კავშირი „რეა“ შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებას ახერხებს. სარეაბილიტაციო ცენტრების ბენეფიციართა ნაწილი სოციალურ კაფე „რეას ციყვებში“ მუშაობს და ისინი ძალიან კარგი თანამშრომლები არიან.
24 აგვისტოს, კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ სამხედრო აღლუმში, პირველად მიიღეს მონაწილეობა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო შენაერთებმა, მათ შორის საქართველოდან.
მეშვიდე დღეა, გრძელდება შიმშილობის აქცია საქართველოს რკინიგზის შენობასთან. რკინიგზელები და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები მოითხოვენ დათხოვნილი კოლეგების სამსახურში აღდგენას და საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსთა გადადგომას.
საქართველოში სულ უფრო იზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც სახლში შინაური ცხოველები ჰყავთ. არსებობს აზრი, რომ ძაღლის ყოლისა და მასზე ზრუნვის კულტურა ჩვენში მხოლოდ ახლა ვითარდება.
საქართველოს სახელმწიფო არასათანადოდ რეაგირებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, არასათანადოდ იძიებს ასეთ ფაქტებს, რელიგიურ უმცირესობებს ხელი ეშლება სალოცავების აშენების პროცესში, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესია ინარჩუნებს პრივილეგირებულ მდგომარეობას.
ჩამოტვირთე მეტი