უკრაინის დამოუკიდებლობის დღე და მოკავშირეთა საერთო საზრუნავი
24 აგვისტოს კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ სამხედრო აღლუმში პირველად მიიღეს მონაწილეობა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო შენაერთებმა, მათ შორის საქართველოდან. კიევშივე მიმდინარეობს საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა კონსულტაციები, რომელთა მიზანია ერთიანი პოზიციის შემუშავება ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ნოემბრის სამიტისთვის.