მეშვიდე დღეა, გრძელდება შიმშილობის აქცია საქართველოს რკინიგზის შენობასთან. რკინიგზელები და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები მოითხოვენ დათხოვნილი კოლეგების სამსახურში აღდგენას და საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსთა გადადგომას.