დოროთი ეშბი მულტიინსტრუმენტალისტი გახლდათ. ფორტეპიანოზე დაკვრა ბავშვობაში ისწავლა, მამას, ცნობილ გიტარისტ ვილი ტომსონს, უწევდა აკომპანირებას, ხოლო მოგვიანებით, როცა დეტროიტის მუსიკალურ სკოლაში მოხვდა, საქსოფონს, კონტრაბასსა და არფასაც მოუსინჯა გემო.
გასულ კვირაში, 57 წლის ასაკში, გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მულტიინსტრუმენტალისტი, პროდიუსერი და მსახიობი პრინს როჯერ ნელსონი, იგივე პრინსი.
შესაძლოა, მარკ რიბოს გვარი და სახელი ბევრისთვის უცხო იყოს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი გიტარის ბგერა ყველა მელომანს ერთხელ მაინც აქვს მოსმენილი საყვარელი ჯგუფისა თუ შემსრულებლის ალბომებში.
მარია კონსეპსიონ ბალბოა ბუიკას სასცენო ფსევდონიმი კონჩა ბუიკა გახლავთ. 1972 წლის 11 მაისს ესპანეთის ქალაქ პალმა-დე-მაიორკაში დაიბადა.
2 აპრილს ნიუ-იორკში, გარდაიცვალა ცნობილი არგენტინელი ტენორ-საქსოფონისტი და კომპოზიტორი ლეანდრო ბარბიერი, რომელსაც მუსიკალური სამყარო იცნობს მეტსახელით - "გატო".
ანეტ პიკოკის პროექტები ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავდება. ყოველი ახალი დისკი ნოვაციური მუსიკალური ფორმების ძიებაა, იმდენად მრავალფეროვანი და მრავალმხრივი, რომ შეუძლებელია ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცე კითხვას, თუ სად გადაეყრები ნამდვილ ანეტ პიკოკს.
ამერიკელი კომპოზიტორი და მომღერალი ანეტ პიკოკი იმ მეამბოხე მუსიკოსებს შორის მოიაზრება, რომლებმაც უარი თქვეს საყოველთაოდ მიღებულ ჯაზურ კანონებზე, მეინსტრიმულ იმპროვიზაციულ პრინციპებზე და ალტერნატიული მიმართულება "ფრი ჯაზი" შექმნეს.
გიტარისტი, სიმღერების ავტორი და მომღერალი როკია ტრაორე 1974 წელს მალიში დაიბადა. მუსიკალური განათლება ბამაკოს კოლეჯში მიიღო, სადაც ჯერ კიდევ სტუდენტობისას მართავდა კონცერტებს.
ფრანგმა კომპოზიტორმა ვენსან სიგალმა მალელი მუსიკოსი ბალაკე სისოკო 2009 წელს გაიცნო. მათ უჩვეულო ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს.
ისრაელში მცხოვრები ჯაზმენები, ქვეყნის პატარა მუსიკალური ბაზრის გამო, უცხოეთში აგრძელებენ კარიერას და ევროპისა თუ ამერიკის სცენაზე ცდილობენ თავის დამკვიდრებას.
ფოლკლორული მოტივებისა და თანამედროვე მუსიკალური ფორმების სინთეზს მრავალი მუსიკოსი თუ ჯგუფი ახდენს. ერთ-ერთი ამგვარი პროექტია ფრანგულ-კუბური დუეტი "Ibeyi", რომლის წევრები ტყუპი დები - ლიზა კაინდე და ნაომი დიასი - არიან.
6 იანვრის გადაცემაში 2015 წლის მნიშვნელოვანი ეთნომუსიკალური პროექტების მიმოხილვა დავიწყე, თუმცა, დევიდ ბოუის გარდაცვალების გამო, მათ შესახებ საუბარი ვეღარ გავაგრძელე. ამიტომ სიუჟეტის მეორე ნაწილს დღეს შემოგთავაზებთ.
10 იანვარს 69 წლის ასაკში აღესრულა როკმუსიკის „ქამელეონად“ წოდებული ბრიტანელი არტისტი დევიდ ბოუი. გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე კი, თავის დაბადების დღეს, სტუდიური ალბომი „Blackstar“ გამოსცა.
წლის ბოლოს იმ ალბომებისა და კონცერტების შეჯამებას ახდენენ ხოლმე, რომლებმაც მსმენელს ყველაზე მეტად დაამახსოვრეს თავი.
უმ ელ გაითი ბენესსაჰრაუი კასაბლანკაში გაიზარდა. შესაბამისად, მისი სიმღერები უფრო ქალაქური ინტონაციებითაა სავსე, ვიდრე უდაბნოს ბერბერთა ფოლკლორისთვის დამახასიათებელი კოლორიტით. შესაბამისად, საკუთარ შემოქმედებაში უფრო თავისუფალია
11 წლის ინდონეზიელ პიანისტს ჯოი ალექსანდერს ჯაზურ სამყაროში ვუნდერკინდად მოიხსენიებენ. ჯერ კიდევ გასულ წელს მან კონტრაქტი გააფორმა დამოუკიდებელ ამერიკულ ლეიბლთან Motéma Music, რომელიც მეტწილად ჯაზური და ეთნომუსიკის მიმართულებით მუშაობს.
კლარენს ბრაუნი 1924 წელს ლუიზიანის შტატის ქალაქ ვინსტონში დაიბადა. აქ ყველაზე პოპულარული ჟანრი ქანთრი-ბლუზი გახლდათ და პატარას მუსიკალური გემოვნებაც ამ მუსიკალურ სივრცეში უყალიბდებოდა.
"დიდებული კლარნეტისტი" და "თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო იმპროვიზატორი" - ასე დაახასიათა "ნიუ-იორკ ტაიმსმა" ახალგაზრდა ამერიკელი არტისტი ორან ეტკინი, როდესაც მისი სადებიუტო ნამუშევარი გამოიცა.
კორი ჰარისის სასცენო დებიუტი გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ახალი ორლეანის ქუჩებში შედგა. ეს თავის გასატანად არ უკეთებია, ლუიზიანის შტატს იმისთვის მიაშურა, რომ ნამდვილი ბლუზის სულისკვეთება შეეგრძნო და წიგნიერება გაეღრმავებინა.
უპალაპუ შრინივასი მუსიკალურ გარემოში იზრდებოდა. მამამისი, რომელიც ფილმების საუნდტრეკებზე მუშაობდა, მულტიინსტრუმენტალისტი გახლდათ და სახლში ევროპული თუ აღმოსავლური საკრავების დიდი კოლექცია ჰქონდა.
ჩამოტვირთე მეტი