რადიო თავისუფლების კორესპონდენტი აჭარაში.
სანაპიროზე მრავალსართულიანი სახლების შენებით და ჩაბეტონებით, - ვშორდებით ევროპას და ჯანმრთელი ცხოვრების წესს. მერწმუნეთ, დაავადებათა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება ვენტილაციისა და ჰაერის გარეშე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, დაპირების მიუხედავად, ამ დრომდე არ უპასუხებენ კითხვას, განიხილება თუ არა მემორანდუმის გადახედვის საკითხი, მემორანდუმისა, რომლითაც მაჭახელას ხეობაში ჰესის აშენება იგეგმება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 15 თებერვალს გაფართოებულ სხდომას გამართავს თბილისში და ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების საკითხს განიხილავს.
მაჭახელის ხეობის მოსახლეობის ნაწილმა დღეს პირობა დადო, რომ არ მიჰყიდის კუთვნილ მიწას ჰესის მშენებელ კომპანიას. მათ სახალხო მოძრაობა წამოიწყეს მდინარე მაჭახელაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. ისინი დღეს სოფელ ზედა ჩხუტუნეთში შეიკრიბნენ, ფიცი ხელმოწერებით დაამოწმეს.
„ეს არის ისტორიული ზონა, ყველანაირ კანონს და რეგულაციებს თავი რომ დავანებოთ, ისტორიული ბათუმია, ქალაქის ყველაზე ძველი უბანია. იცავს კანონი და განსაკუთრებული რეგულაციები, ამიტომ არ შეიძლება ის, რასაც ეს საბჭო აკეთებს."
ბათუმში, ყოფილი 23-ე სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე, თვითნებურად დასახლებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსები აშენდება.
ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის, 23 წლის დავით რაზმაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან.
ნათლიღების დღესასწაული ბათუმში, 19 იანვარს, შუაღამისას, ტრადიციულად მრევლისა და სასულიერო პირების შავ ზღვაში შესვლის რიტუალით აღინიშნა. ამ რიტუალს განბანვას (იგივე შთაფვლას) უწოდებენ. ზღვაში შესვლამდე მორწმუნეები ეკლესიაში სადღესასწაულო ლოცვას ესწრებიან.
ძლიერი ქარის დროს ფეისბუკში შექმნილ გვერდებზე საფრთხის შესახებ წერდნენ ბათუმის სხვადასხვა უბნიდან მრავალსართულიან ახალაშენებულ კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეები.
უმსხვილესი ამერიკულ კორპორაცია Trammo-სა და Wondernet Exspress -სს შორის გაფორმებული შეთანხმებით ბათუმის პორტის ტერიტორიაზე მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა იგეგმება.
ბათუმის საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთო. 22-მეტრიანი ნაძვის ხე ტრადიციულად ევროპის მოედანზე დადგეს. 25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ნაძვის ხესთან გაიმართება საახალწლო კონცერტები და ადგილობრივი ნაწარმის ბაზრობა.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის შენობასთან პირბადეებით შენიღბულმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს.
ბათუმში ხიმშიაშვილის 47-ში მცხოვრები ოჯახი, რომელიც მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალდა, მეზობელ სახლში აფარებს თავს და ისევ ქალაქის მერიის დახმარების მოლოდინშია.
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აპირებს შეისწავლოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადება იმის დასადგენად, შეიცავდა თუ არა ის მუქარას ან დისკრიმინაციას.
2008 წელს რუსეთთან ომით გამოწვეულმა ზიანმა საჭირო გახადა საქართველოს სანაპირო დაცვის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც. როგორ ზრუნავს დღეს სანაპირო დაცვის სამსახური საქართველოს სანაპირო ზოლის, ტერიტორიული წყლების უსაფრთხოებაზე.
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მესამე მოადგილედ მომღერალ სოფო ხალვაშის წარდგენისას განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო ხალვაშის კულტურის სფეროში მოღვაწეობის გამოცდილების გამო.
ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენლები ითხოვენ საკრებულოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც მწვანე კონცხის ტერიტორიის ნაწილს ტურისტულ-რეკრეაციული სტატუსი შეუცვალეს, მის ნაცვლად კი საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა გამოცხადდა, რომელიც არის მაღალი ინტენსივობის განაშენიანების ზონა.
კვარიათში,იოანე ლაზის ქუჩაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა საცხოვრებელ სახლს შეუქმნა საფრთხე. როგორც სტიქიის ზონაში მცხოვრები ჯეირან მემიშიში ამბობს, საშიშროების შესახებ მერიას ჯერ კიდევ ორი წლის წინ შეატყობინეს, თუმცა რეაგირების ნაცვლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ დამეწყრილ ადგილას სამშენებლო ნებართვა გასცა.
„აუდიტორიაში შემოვიდა სპეცრაზმი და დაარბია სტუდენტები, იყვნენ დაზარალებულებიც“.
ჩამოტვირთე მეტი