ბარნოვის ქუჩაზე მაგისტრალური წყალსადენი გამთენიისას გასკდა. პირველ სართულებზე დატბორილია საცხოვრებელი სახლები და კომერციული ფართები. წყალმომარაგება შეეზღუდა ბარნოვის, ჯანაშვილის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილს და მიმდებარე ქუჩებს.