ბაგრატიონი ბაგრატიონის წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლოში პირველი სხდომა გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაგრატიონების სასამართლო პროცესი გაიმართა. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი და მისი შვილი ანა უჩივიან ანას ყოფილ ქმარს, დავით ბაგრატიონს. ისინი სასამართლოს სთხოვენ დავით ბაგრატიონს აეკრძალოს საქართველოს სამეფო სახლის სახელით სარგებლობა. გარდა ამისა, ბაგრატიონების ორივე შტოს ერთმანეთის წარმომავლობაში ეჭვი შეაქვს. პროცესზე დაიკითხა ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური. მისი თქმით დავით ბაგრატიონი სამეფო შტოს პირდაპირი შთამომავალი არ არის და პირდაპირი ხაზით მეფეების გვარი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ გააგრძელა. დავით ბაგრატიონის დაცვის მხარე კი ამბობს, რომ ნუგზარ ბაგრატიონის მამა პეტრე უმცროსი პეტრე უფროსის ნამდვილი შვილი არ იყო. ამის დასამოწმებლად კი ბავშვის დაბადების შესახებ ჩანაწერი მოაქვს, რომელიც უმცროსი პეტრეს დაბადებიდან რამდენიმე წლის შემდეგაა გაკეთებული. დავით ბაგრატიონის ადვოკატი ბაგრატიონ-გრუზინსკებს დნმ ტესტის გაკეთებას სთხოვს. ანა და მისი ოჯახი კი უარს ამბობს ტესტზე, რადგან მათი თქმით, გენეტიკური შემოწმებისთვის სვეტიცხოვლის ეზოში დამარხული ორი ბაგრატიონის საფლავის ექსჰუმაცია იქნება საჭირო.
ეპიზოდები
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ
-
მარტი 31, 2025
100-კილომეტრიანი მარში დმანისიდან