ნატოს გენერალური მდივანი „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო. იენს სტოლტენბერგი მრავალეროვნულ ბრიგადას ეწვია. სწავლება 29 მარტამდე გაგრძელდება. ის მიზნად ისახავს საქართველოსა და ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას.