ჰამიდი ირანში, თეირანის სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქში დაიბადა, გაიზარდა და 4 წლის წინ თავისი ოცნება აისრულა - სასწავლებლად გერმანიაში წავიდა. ჰამიდის ოჯახი, დედა, მამა, დები ოჯახებით ირანში ცხოვრობენ და მის ნახვას იშვიათად ახერხებენ. ერთმანეთის სანახავად თბილისში გადაწყვიტეს ჩამოსვლა.