ასი ათასი მოწამის ხსენების დღე, მეტეხის ხიდზე, პატრიარქთან ერთად აღნიშნეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილმა. ასი ათასი მოწამის ხსენების დღე ყოველ წელს 13 ნოემბერს აღნიშნება.
პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა სულ 9 ფაზად არის დაყოფილი. პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდი აშშ დოლარია. პორტის საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო.
როდესაც ბავშვებს მასწავლებელი ჩაგრავს, უსამართლოდ ექცევა, უბრაზდება, უყვირის და ხელით ეხება, ლანძღავს და კლასის წინ ამცირებს, ამ დროს ბავშვები ბრაზს, სირცხვილს, ტკივილს, სევდას - ყველაფერს ერთად გრძნობენ.
ისნის მეხუთე საარჩევნო უბანზე გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს როგორ აგდებს თავმჯდომარე ბიულეტენს ყუთში ასიათასობით ადამიანმა ნახა. რა მოხდა სინამდვილეში?
ამომრჩევლები, რომელთაც გადაადგილების პრობლემა აქვთ, ხმას სახლიდან აძლევენ. გადასატანი ყუთით სარგებლობა შეუძლია ყველა ამომრჩეველს, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საარჩევნო უბანზე მისვლას ვერ ახერხებს.
რაზე მეტყველებს მმართველი ძალის შემომწიველობის მრავალწლიანი ტრადიცია? რა აიძულებს ბიზნესს, გადაუხადოს ფული პოლიტიკოსებს წინასაარჩევნოდ?
ფრანკფურტის წიგნის 70-ე, საქართველოსთვის ისტორიული, ბაზრობა დასრულდა. 9-14 ოქტომბერს გერმანულენოვანი მკითხველის ყურადღება ქართული ლიტერატურისა და კულტურისკენ იყო მიმართული. საპატიო სტუმრის სტატუსის მქონე საქართველომ 72 მწერლის 350-ზე მეტი ღონისძიება ჩაატარა. უცხო ენაზე 600 წიგნი გამოიცა.
უხილავი და ორმაგი დისკრიმინაციის სამიზნე - ასე ახასიათებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები თავიანთ თემს. ისინი შეზღუდულად გრძნობენ თავს, როგორც ქალები, და მერე, როგორც შშმ ქალები. ვინაიდან შშმ ქალებმა 4 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე მისვლა არაადაპტირებული გარემოს გამო ვერ შეძლეს.
მაია მანია ქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისობის დღესასწაულზე დააჯილდოვა. მოქალაქეების ნაწილისთვის მერიის მხრიდან იმ ადამიანისთვის ჯილდოს მიცემა, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგება ქალაქის არასწორი გზით განვითარებას, ორმაგი სტანდარტია.
ალისა ერთ ოთახში თავის ეგზოტიკურ მეგობრებთან ერთად ცხოვრობს. გველი "კრეგი", ხუთი გიგანტური ლოკოკინა და 50-მდე ჩხირულა უკვე მისი ოჯახის წევრები არიან. ალისა და მისი მეგობარი მარიამი ცდილობენ, ხალხს უკეთ გააცნონ ეგზოტიკური ცხოველები, რათა აღარ მიაყენონ მათ ზიანი, განსაკუთრებით კი - გველებს.
კიკვიძის ბაღში გაიმართა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მხარდამჭერი აქცია. გია თვალავაძე სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ბრალდებას არ ეთანხმებიან დაკავებულის ახლობლები.
„ბავშვები ვერ სუნთქავენ“, - ამ გზავნილით გაიმართა აქცია დედა ენის ბაღში, რომლის მონაწილეებმაც თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხის გამო შექმნილ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.
28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში სპეციალურად მოეწყო ღია სივრცე, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები შინაურ ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგოდ უფასო აცრას უტარებენ.
ბრძოლა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ და არამხოლოდ - პოლიტიკოსები, უცხოელი სტუმრები, ექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები 24 სექტემბერს პარლამენტში სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე შეიკრიბნენ.
პრეზიდენტობის კანდიდატები უკვე იძლევიან დაპირებებს ამომრჩეველთან შეხვედრის დროს და წინასაარჩევნო რეკლამებში, თუმცა ამ დაპირებების ნაწილი საერთოდ არ შედის მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილებაში. ახალი კონსტიტუცია მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შედის ძალაში
რატი წერეთელმა რამდენიმე თვის წინ მარიხუანასთან დაკავშირებული აქსესუარების მაღაზია გახსნა. იქ იყიდება ყველანაირი აქსესუარი, მათ შორის ხელნაკეთი აქსესუარებიც, ოღონდ არ იყიდება თავად მარიხუანა, რადგან, რატი წერეთლის თქმით, ის კანონმორჩილი ადამიანია.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ამერიკელი „მსროლელით“ - მეტ ჯენინგით -გაძლიერდა, რომელიც საკლუბო დონეზე ესპანეთის „ბასკონიაში“ გამოდის თორნიკე შენგელიასთან ერთად. ჯენინგი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის შეთავაზებას სწრაფად დათანხმდა.
10 სექტემბერს ბიუროს სხდომაზე წარადგინეს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრის ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარული ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება გახდება.
ოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ შერჩეულ DMT Group-ს შახტების უსაფრთხოების სფეროში ექსპერტული საქმიანობის 140 წლიანი გამოცდილება აქვს. სწორედ ამ კომპანიის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, ამუშავდება თუ არა ტყიბულის შახტები.
ტყიბულის შახტებში სრულყოფილი შრომითი უსაფრთხოების პირობების დანერგვის შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანია DMT Group-ი შეისწავლის. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ.
ჩამოტვირთე მეტი