აკრძალავს თუ არა პარლამენტი ბურკას, ნიქაბსა და ჩადრს?
10 სექტემბერს ბიუროს სხდომაზე წარადგინეს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრის ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარული ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება გახდება. თუკი პარლამენტი კანონპროექტს დაამტკიცებს, ქალი ბურკით, ნიქაბით ან ჩადრით თავდაპირველად 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში კი ჯარიმა 1500 ლარამდე გაიზრდება. საკანონმდებლო ინიციატივით, აკრძალვა არ გავრცელდება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებზე. კანონპროექტის ავტორია ზვიად ტომარაძე, „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21″-ის დირექტორი. მისი საკანონმდებლო ინიციატივებია აბორტის აკრძალვა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის და ასევე, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა. ზვიად ტომარაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ის უკვე ელაპარაკა მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ წევრებს და მათგან კანონპროექტის მხარდაჭერის პირობა მიიღო. 10 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა არსებობს: „ინიცირებულ კანონპროექტს არ ვიცნობ. არ ვიცი, რას ეყრდნობა ის და რამდენად გათვალისწინებულია სხვა ქვეყნების გამოცდილება - კრძალავს ერთი კონკრეტული რელიგიური ჯგუფის გამოხატულების თავისებურებებს თუ ყველას. სანახავია, ეს არის სეკულარული კანონი თუ არის შემზღუდავი კანონი. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვს კანონს, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ. ჩემთვის პრინციპულად მისაღები ღირებულებაა სეკულარიზმი, მაგრამ მიუღებელია რომელიმე რელიგიის დისკრიმინაცია - გადაწყვეტილებას სწორედ ამ ორი პრინციპის გათვალისწინებით მივიღებ“.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 19, 2024
როგორ განვითარდა მოვლენები ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე?
-
ნოემბერი 13, 2024
23 საათი სასამართლო სხდომაზე
-
ნოემბერი 12, 2024
ელზა გურგენიძე „ზაოდზე“, ქმარზე და მარწყვის ტორტზე
-
ნოემბერი 12, 2024
როგორ გავხდი IRONMAN
-
ნოემბერი 11, 2024
როგორ იღებდა "ქართული ოცნების" კამერა კასპში უბანზე მისულ ამომრჩევლებს
-
ნოემბერი 08, 2024
როგორ დახურა ხუთწამიანმა ვიდეომ საარჩევნო უბანი