Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯვრის მონასტერთან გარევაჭრობა განახლდა


ჯვრის მონასტერთან გარევაჭრობა განახლდა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:45 0:00

ჯვრის მონასტრის შესასვლელთან გარემოვაჭრეები დახლებს დაუბრუნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მონასტრის წინამძღვარი, მამა კონსტანტინე ამის წინააღმდეგია. 14 ანვარს პროტესტის ნიშნად მან მონასტრის კარიც დაკეტა. ახლა ჯვრის მონასტერი ღიაა, თუმცა შეთანხმება ჯერ ისევ არაა მიღწეული. 23 იანვარს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე გარემოვაჭრეებმა, მიიღეს პირობა, რომ მათთვის ალტერნატიული ფართი გამოიყოფოდა, თუმცა ადგილი, რასაც სთავაზობენ, არ აკმაყოფილებთ. მხარეების მორიგებას ელოდება მცხეთის მერია, სადაც მზად არიან მოვაჭრეები კეთილმოწყობილი დახლებით უზრუნველყონ. მერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არსებული პრობლემა მამა კონსტანტინემ უნდა გადაჭრას.

XS
SM
MD
LG