შს მინისტრის, გიორგი გახარიას წარდგენას პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხმაური მოჰყვა. აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებმა, რომლებიც ორ თვეზე მეტია ითხოვენ გიორგი გახარიას გადადგომას, პარლამენტის შესასვლელები დაიკავეს.
2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის ნაწილი ფოტოგრაფებმა აღბეჭდეს. ლელი ბლაგონრავოვა და ზურაბ ქურციკიძე იხსენებენ როგორი იყო მათთვის ომში ყოფნა ⬇️ ფოტოების გადაღება მაშინ, როცა ხალხი შველას ითხოვს
რატომ არ არის ადვილი დედისა და თანამშრომლის სტატუსის ერთდროულად ტარება საქართველოში და, საერთოდ, დგას თუ არა დღის წესრიგში არჩევანი შვილსა და სამსახურს შორის? დასაქმებული დედები თავიანთ ყოველდღიურ სიძნელეებზე გვიყვებიან.
,,დაგღალა პუტინმა? დაისვენე საქართველოში!” ამ და სხვა ბანერებით რუსეთის ათამდე მოქალაქემ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ლგბტქი აქტივისტები შსს-ის შენობასთან საღამოს შეიკრიბნენ. "ღირსების მარში" ნახევარ საათს გაგრძელდა. მონაწილეებმა თავიანთი მოთხოვნები წამოაყენეს, შემდეგ კი ტერიტორია ნაციონალისტური დაჯგუფების გამოჩენამდე დატოვეს.
ამბობენ, რომ წავიდა ის დრო, როდესაც მხოლოდ ვაშას და ჯოს ჯოს ძახილით ხდებოდა ქვეყანაში ცვლილებები.
სალომე ბარკერი და შოთა დიღმელაშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორები, აქციის სხვა ორგანიზატორებთან და მონაწილეებთან ერთად უკვე მეცხრე დღეა, მოითხოვენ შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას. "ყოველდღე, 7-ზე - საქართველოს სამსახურში" - ასე სრულდება მათი დღე.
ვახტანგს რეზინის ტყვია მაშინ მოხვდა მკლავში, როცა ვიდეოს იღებდა პარლამენტის წინ. "მე გამიმართლა, გადავრჩი, მაგრამ სხვები ცალი თვალით დაბრუნდებიან სახლში.
როგორ ცხოვრობენ გოგოები სოფლებსა და ქალაქებში, სადაც მოძალადე კაცები დაუსჯელად დადიან? აი რას ამბობენ აქტივისტები სამირა ბაირამოვა და თოზუ გულმამედოვა.
კარდიოქირურგი ავთანდილ ცინცაძე მეთერთმეტე ქართველია, რომელმაც დედამიწის უმაღლესი მწვერვალი, ევერესტი დაიპყრო. 55 წლის მთამსვლელს, რომელიც, ამავდროულად საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტია, დედამიწის სახურავად წოდებულ ჯომოლუნგმაზე ასვლის სურვილი არასოდეს გასჩენია.
9 ივნისს თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვლადიმერ კახაძე და „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკის კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.
დამოუკიდებლობა, როგორც თავისუფლების შესავალი - ანდრო დადიანის პერფორმანსი, „დამოუკიდებლობის მემორიალი“ საზოგადოებას დამოუკიდებლობის ხელახლა გააზრებისკენ უბიძგებს. პოეტისა, პერფორმერისა და სამოქალაქო აქტივისტის ჩანაფიქრი ასეთია: ადამიანი შეკრული კიდურებით საზოგადოებას ოკუპირებულ რეგიონებს შეახსენებს
აქციას, რომელიც 3 თვის წინ დაიწყო, გიორგი მამალაძის სამი მცირეწლოვანი შვილიც შეუერთდა. ისინი უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქისგან ითხოვენ დეკანოზის შეწყალებისთვის პრეზიდენტთან შუამდგომლობას.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ აქცია გამართა მთავრობის კანცელარიასთან მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
ბათუმის ბულვარში ელექტრომობილების გადაადგილების აკრძალვით უკმაყოფილო მძღოლებმა მთავრობის კანცელარიასთან კარვები გაშალეს. აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 5 მარტს მიიღო. ის ძალაში 2019 წლის 1-ლი მაისიდან შედის.
პანკისელები 21 აპრილის მძიმე დღის გააზრებას ცდილობენ. მათთვის ერთი რამ უდავოა, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალადობას არ იმსახურებდნენ და რომ ჰესი არ უნდა აშენდეს.
საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დასჯადი ხდება. საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი განიხილავს. რას გულისხმობს კანონპროექტი, გაიგეთ თავისუფლების #კითხვებში.
ჩამოტვირთე მეტი