ანდრო დადიანის პერფორმანსი მთავრობის კანცელარიასთან
დამოუკიდებლობა, როგორც თავისუფლების შესავალი - ანდრო დადიანის პერფორმანსი, „დამოუკიდებლობის მემორიალი“ საზოგადოებას დამოუკიდებლობის ხელახლა გააზრებისკენ უბიძგებს. პოეტისა, პერფორმერისა და სამოქალაქო აქტივისტის ჩანაფიქრი ასეთია: ადამიანი შეკრული კიდურებით საზოგადოებას ოკუპირებულ რეგიონებს შეახსენებს... თუმცა არსებობს ქვეყნის შიდა ოკუპაციაც - წახალისებული რელიგიური, ეთნიკური, მორალური, სექსუალური, კუთხური თუ უბნური დაპირისპირებების სახით. ავტორი საზოგადოებას მიანიშნებს, რომ იდეოლოგიურმა მანქანამ ქართველობა თრობად, დიდ სუფრად აქცია და პრობლემების, ძალადობის გადაფარვა ტრადიციების სახელით ხდება. ხოლო ასე ტრადიციების მნიშვნელობა უფასურდება და მომავლისკენ სვლაც მუხრუჭდება.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან