ვერტიკალური ძალაუფლების კონფიგურაციის დამახასიათებელი დეტალები «ნოვაია გაზეტას” სტატიაში: ’ხალხის და პარტიების მოძრაობანი სატელევიზიო ეკრანზე’. სატელევიზიო ეკრანი აქ ილუზიის კონოტაციას ატარებს. მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ. დასასწისისთვის ვთქვათ, რომ სტატიის ავტორი სატელევიზიო ანალიტიკოსი სლავა ტაროშინაა.
დღეს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მერიის წინ თბილისში მცირე აქცია მოეწყო. ცხოველთა დაცვის საზოგადოება მერიას დასახიჩრებული ცხოველების ტრანსპარანეტებით და ოფიციალური მიმართვით მიადგა: შეწყდეს ცხოველთა, უფრო ზუსტად, ძაღლების წამება.
51 წლის მარინა მაროიანი თბილისის გარეუბანში, მოსკოვის პროსპექტზე, ყოფილი სატანკო ქარხნის ტერიტორიაზე, ერთოთახიან ბინაში უნარშეზღუდულ შვილთან ერთად უკვე 20 წელია ცხოვრობს, თუმცა ბინის პრივატიზებას ვერ ახერხებს. სახელმწიფო უწყებები პასუხს არ იძლევიან.
დღეს საერთაშორისო დღეა ადამიანის უფლებისა - იცოდეს. ეს დღე მსოფლიოში უკვე მერვე წელია აღინიშნება და მისი მიზანია საერთოდ მსოფლიოში მთავრობებს და მოქალაქეებს შეახსენოს, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა საჯარო ინფორმაციას ფლობდეს.
საქართველოს პარლამენტმა 123 ხმით 4-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით დაამტკიცა კონსტიტუციის ცვლილებებისა და დამატებების პროექტი. იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, ახალი მოდელი დაბალანსებულია.
საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი ოფიციალურად პრეზიდენტის ინიციატივაა და მისი მიზანი პარლამენტის როლის გაძლიერება და ერთმმართველობის შესუსტებაა. მეორე მხრივ, ეს დასავლეთის მოთხოვნაა, რადგან ცვლილებებამდე დასავლეთმა მთავრობა რამდენჯერმე ამხილა სიჩქარესა და ცენტრალიზებულ გადაწყვეტილებებში.
ვართ თუ არა მზად იმ საკონსტიტუციო მოდელისთვის, რომლის მიღებაზეც საუბარი გრძელდება, და თუ არ ვართ, რატომ ვიღებთ? შეკითხვა, თავისი ვრცელი მოხსენებისა და შენიშვნების შემდეგ, ლოგიკურად დასვა ახალგაზრდა სამართლის დოქტორმა ირაკლი კობახიძემ.
რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ინიციატივით გამოდის, რომ გაიხსნას ინფორმაცია სახელმწიფო მოხელეთა შემოსავლების შესახებ. ეს მიმართვა ეფ ეს ბესაც შეეხო და ათწლეულების განმავლობაში ჩაკეტილი სისტემა, რომელიც რუსი გადასახადების გადამხდელთა ფულით ფინანსდება, საკუთარი შემოსავლის წყაროებს აქვეყნებს.
საერთაშორისო ფორუმი ქართული მეცნიერების განვითარებისთვის პრეზიდენტის ინიციატივაა, რომელშიც ფული რუსთაველის ფონდმა ჩადო. უცხოეთში მოღვაწე ქართველი პროფესორები რამდენიმე დღის განმავლობაში მოხსენება-ლექციებს წაიკითხავენ.
ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ, ქართული შესწორებებით, პარლამენტმა შესაძლოა პრემიერზე კონტროლი დაკარგოს, რაც ძლიერი პარლამენტის იდეას ასუსტებს. მდგომარეობის გამოსწორებისთვის რეკომენდაცია საკმაოდ კონკრეტულია. კომისია საკუთარ ოფიციალურ მოხსენებას ერთ თვეში გამოაქვეყნებს.
ვენეციის კომისიის ოთხი წევრი - მათ შორის, კომისიის ხელმძღვანელი - თბილისს სტუმრობს. ისინი ხვდებიან როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას, საკონსტიტუციო კომისიას, პარლამენტარებს, კონკრეტულ მინისტრებს. ვიზიტის მიზანი ინფორმაციის მოგროვებაა.
დავიწყოთ გაზეთით, რომლის სახელწოდებაცაა „რეგიონის დროით“ და რომელიც, კონსტიტუციაში ადგილობრივი თვითმმართველობის მუხლების გაჩენასთან ერთად, მეტ მნიშვნელობას იძენს. გაზეთს დევიზად ილიას სიტყვები აქვს გამოტანილი.
პირველი რაუნდის მეორე დღეს 16 კაციანი მოსამართლეთა ტრიბუნალის წინაშე საქართველოს წარმომადგენლობა წარდგება. დებატებს ფორმატი არ ითვალისწინებს. მხარეები, უბრალოდ, დგებიან და საუბრობენ. პოლიტიკური ლოზუნგები უკანა პლანზე გადადის.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ორშაბათს საჯარო განხილვა დაიწყო რუსეთ-საქართველოს შორის რასობრივი დისკრიმინაციის საკითხზე.
თანამედროვე ადამიანი სამყაროს შესახებ ცოდნის წყურვილს ძირითადად ელექტრონული და ციფრული მედიუმის მეშვეობით იკმაყოფილებს. რა გავლენას ახდენს სამყაროს შესახებ ჩვენს წარმოდგენებზე მას მედია და, ზოგადად, ტექნოლოგია?
რუსულ გაზეთებში საინტერესო სტატიები ქვეყნდება სახელმწიფოებრიობისადმი დამოკიდებულებაზე რუსეთში, მმართველობაზე, მორჩილებაზე, არსებულ ტენდენციებზე... ”როგორც რუზველტი” - ეს იმ სტატიის სათაურია, რომელსაც „ვედომოსტი“ აქვეყნებს.
ოცწლიანი პოსტსაბჭოთა საქართველოს არასტაბილურობის საფუძველი ერთი კაცის, ანუ ერთი საპრეზიდენტო ინსტიტუციის, არსებობა იყო, პრობლემის შემთხვევაში ჯოხი სწორედ ამ ერთ კაცზე ტყდებოდაო, აღნიშნა დავით ბაქრაძემ სამეცნიერო სექტორთან საკონსტიტუციო პაკეტის განხილვაზე.
ბერლინის საერთაშორისო კონფერენციის დეტალები დღემდე დავის საგანია. საქმე ეხება ირაკლი ალასანიას ღია წერილს, რომელიც კონფერენციის დაწყებამდე კონფერენციის მონაწილეებს დაეგზავნათ. ალასანიას პარტია კონსტიტუციაში დამატებას ითხოვს.
ახალი ჩასწორებებით, უმცირესობებისთვის კონსტიტუციაში სპეციალური გარანტიები ჩადებული არ არის, თუმცა, ავტორთა თქმით, უმცირესობები ისეთივე მოქალაქენი არიან, როგორიც სხვები.
დევნილები ორგანიზებას იწყებენ და იურიდიული ფორმალობების გავლით აფუძნებენ სამოქალაქო მოძრაობას. ორგანიზაციის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ათი პროცენტი მოიცვას, ვინაიდან ქვეყანაში მოსახლეობის ათამდე პროცენტი დევნილია.
ჩამოტვირთე მეტი