წლის დასასრულამდე რუსეთის არმიის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს არაერთი კონცერტი აქვს დაგეგმილი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის პოლონეთში, ლატვიაში, ესტონეთში, ლიტვაში. დიდი გულთმისნობა არ არის საჭირო იმის გამოსაცნობად, რომ ეს კონცერტები საპროტესტო აქციების თანხლებით გაიმართება.