2 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ინგლისსა და უელსში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავის მესამე შეხვედრას მართავს. ამ მატჩს, რა შედეგითაც უნდა დამთავრდეს, უკვე განაღდებული აქვს გამორჩეული ადგილი ქართული რაგბის ისტორიაში: ის პირველია, რომელსაც "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ატარებენ. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც დავით კაკაბაძემ მატჩის დღეს კარდიფის ქუჩებში გადაიღო.