გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
გორში, 32-ე საარჩევნო ოლქში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დილიდან მშვიდად მიმდინარეობს. 90-ე საარჩევნო უბანი თავმჯდომარის დაგვიანების გამო გვიან გაიხსნა, ამის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი უკვე შევიდა.
კასპში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები წინასაარჩევნო პერიოდში მმართველ პარტიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები გორში იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ. შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო.
ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის 81-ე შეხვედრა 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
იოსებ სტალინის მონუმენტის დადგმის საკითხი ყოველთვის იყო ბოლო წლების წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევი. მაგალითად, გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ისე ამთავრებს უფლებამოსილების ვადას, რომ ძეგლი მუზეუმშიც კი ვერ გადაიტანა - არადა, მისი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ეს იყო.
გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები საზოგადოების წინაშე საკუთარი პროგრამებით წარდგნენ. ცხრა კანდიდატიდან ამ შეხვედრაზე ხუთი მივიდა.
თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე.
გორში დღე ისე არ გავა, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რომელიმე წევრმა არ დატოვოს. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც გორში დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობამ“ წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა და გორის მერობის კანდიდატად მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი წარადგინა.
სოფელ ყარაფილას სიახლოვეს, ცენტრალური ავტომაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, მძიმე ტექნიკა მუშაობს, რომელსაც გზა გაჰყავს.
ადგილობრივმა კომისიამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გორის გაერთიანებული მუნიციპალიტეტის მერობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძოლებს, ხოლო საკრებულოში საკუთარი კანდიდატების გაყვანას 14 პოლიტიკური სუბიექტი შეეცდება.
მშვიდობის საერთაშორისო დღე გორში მოკრძალებულად აღნიშნეს. ახალგაზრდა მოხალისეები არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ ოფისში შეიკრიბნენ და მშვიდობის დღის დაარსების შესახებ ფილმი ნახეს.
ერგნეთიდან მიგრაცია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიწყო. ბევრი ერგნეთელი ქალაქში დარჩა და უკან აღარ დაბრუნებულა. ამიტომაა რომ წელს სკოლაში მხოლოდ ოთხი პირველკლასელი მივიდა. აქ ამჟამად 65 მოსწავლე ირიცხება. სკოლა საოკუპაციო გამყოფი ხაზიდან 300 მეტრში მდებარეობს.
საქართველოში მუშაობა დაიწყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მისიამ, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებისთვის მიმდინარე კამპანიას და კენჭისყრის დღეს დააკვირდება.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ხურვალეთისა და ყარაფილის მიმდებარე ტერიტორიაზე ხნულების გავლება განაახლეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გამოჩნდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, ქალაქ გორის მერმა ახალი, რიგით მეხუთე მრჩეველი დაინიშნა.
ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც ქართულმა მხარემ რამდენიმე საკითხი წამოაყენა:
ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, ტრადიციულად, ნიქოზელი ბავშვების მიერ მომზადებული ფილმებით იხსნება. პრემიერამ წარმატებით ჩაიარა.
მთელი ღამის განმავლობაში ქართულ სოფლებთან – ფლავსა და ფლავისმანთან საქართველოს სახანძრო სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული, აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები.
30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა, საქართველოში ამ დღეს 2011 წლიდან აღნიშნავენ. სახელმწიფო 2300 დაკარგულს ეძებს. უმრავლესობა 90-იანი წლების კონფლიქტისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიკარგა.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები წუხელ დაბრუნდა პარიზიდან თბილისში. აეროპორტში გულშემატკივრებმა ნაკრების წევრებს ემოციური დახვედრა მოუწყვეს. ამის მიზეზი კი ნამდვილად ჰქონდათ: ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო – ასეთი შედეგი საქართველოს ნაკრებს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჯერ არ უჩვენებია.
ჩამოტვირთე მეტი