გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, რომლებიც კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ, ხმას მეასე საარჩევნო უბანზე აძლევენ. 1239 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 15 საათისთვის ხმა მისცა 500 ზე მეტმა.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, მავთულხლართებზე გადმოსვლის დროს დათა ვანიშვილმა ხელი დაიზიანა. მისი თქმით, ხმა მისცა მშვიდობას, მავთულხლართების აღებას, თავისუფალ გადაადგილებას და საკუთარ მიწაზე წვდომის უფლებას.
გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ამის შესახებჟურნალისტებს დილითშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ, განუცხადა.
82 წლის ავთანდილ ასანიძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოთხჯერ დაიჭირეს. გათავისუფლების სანაცვლოდ, ცხინვალში, ჯამში, ათი ათას რუბლზე მეტი გადაიხადა, რაც, დაახლოებით, 400 ლარია. ავთანდილ ასანიძე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისში ცხოვრობს.
ერგნეთში, აგვისტოს ომის მუზეუმში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მონაწილეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივარი არ დააკმაყოფილა. საია საკრებულოს წევრს, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, მიხეილ გოგინაშვილს, თანამდებობის გამოყენებასა და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას ედავებოდა.
გორში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისთან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
გორის საკრებულოს სხდომაზე დღეს ქალაქის მერის იმპიჩმენტის საკითხი არ დასმულა. საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარისგან მხოლოდ გასული ერთი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოს ანგარიში მოისმინეს, “ევროპული საქართველოს” წევრებს კი ხმაც არ ამოუღიათ.
სამოქალაქო აქტივისტებმა გორის მერიის შესასვლელში ფუნა და საკენკი დაყარეს. სამოქალაქო მოძრაობამ „რუსეთი ოკუპანტია“ ამგვარად გააპროტესტა გორის მერის ბოლოდროინდელი განცხადებები.
37 წლის მაია ოთინაშვილი ხურვალეთში საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა. შეხვედრა ემოციური და ცრემლიანი იყო. ჯერ შვილებს ჩაეხუტა, შემდეგ დედასა და ეზოში მომლოდინე ნათესავებსა და მეზობლებს გადაეხვია.
ბოლო დროს სულ უფრო მეტი დაკავებული საუბრობს იმის შესახებ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იყვნენ შემოსულები და იქიდან წაიყვანეს საქართველოს მოქალაქეები.
გალინა ქელეხსაევა ამბობს, რომ შვილი გამხდარი და გატეხილია.
„წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა მაია ოთინაშვილი 3 ოქტომბერს საღამოს მოინახულეს და იზოლატორში შესვლას დღესაც გეგმავენ.
მაია ოთინაშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ნაცემია და ამის გამო ცხინვალის იზოლატორში დაკავებულის ნახვის საშუალებას არავის აძლევენ.
საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შვილის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით მიმართავს დაკავებულის დედა.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გორის ოფისში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის პირველი შედეგები წარმოადგინეს. საია საარჩევნო პროცესს პირველი აგვისტოდან აკვირდება და კონკრეტული დარღვევები უკვე აღმოაჩინა. საიას გორის ოფისში ანგარიშის პრეზენტაციას სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ომი საკუთარი თვალით ნახეს. სახლები დაბომბვისას დაენგრათ, მაროდიორებმა ქონება წაართვეს, სიკვდილს გადაურჩნენ, მაგრამ ტრავმა დიდხანს გაჰყვებათ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ცხელი ხაზის მეშვეობით ცდილობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრების აღდგენას.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში საუკუნოვანი სკოლა ხელახლა გაიხსნა. სკოლის შენობა ჯერ 1989 წელს ხანძრის შედეგად დაზიანდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კი რუსეთის ავიაციის მიერ თორტიზაც დაიბომბა და სკოლის დაზიანებული შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა.
გორის ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად არაბულენოვანი ოქროს მონეტა იპოვეს. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რომელ ეპოქას განეკუთვნება ეს მონეტა.
ჩამოტვირთე მეტი