Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობის ფასი ერგნეთში


ომი საკუთარი თვალით ნახეს. სახლები დაბომბვისას დაენგრათ, მაროდიორებმა ქონება წაართვეს, სიკვდილს გადაურჩნენ, მაგრამ ტრავმა დიდხანს გაჰყვებათ.

მშვიდობის ფასი ერგნეთში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:40 0:00
გადმოწერა

საოკუპაციო გამყოფი ხაზის სოფელ ერგნეთში ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი, იმიტომ რომ ომის სისასტიკე, ნგრევა და მსხვერპლი პირადად გამოსცადეს. ნანული დოიჯაშვილი ერგნეთის მცხოვრებია. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ის, მეუღლესთან ერთად, სახლ-კარის დატოვებას არ აპირებდა. სახლი ავიაციის დაბომბვის გამო უკვე დაზიანებული იყო.

მშვიდობის ფასი ერგნეთში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:55 0:00

განაღმვითი სამუშაოები კონფლიქტის ზონაში

  • მეათე წელია, კონფლიქტის ზონაში ჯერ ისევ მიმდინარეობს განაღმვითი სამუშაოები.
  • ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ჰალო ტრასტი“ 2008 წლის ომის ნარჩენებს ერგნეთშიც ეძებს.
  • გასული წლიდან დღემდე 137 ჰექტარზე მეტი გამოცხადდა უსაფრთხო ტერიტორიად.
  • ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციამ 20 ათასზე მეტი ჭურვი, ნაღმი, ბომბი და სხვა აუფეთქებელი ნარჩენი გააუვნებელყო.
  • სამუშაოები ისევ გრძელდება და ომის ნარჩენებისაგან ტერიტორია ჯერ სრულად არ არის გაწმენდილი.
  • „ჰალო ტრასტი“ არა მარტო კონფლიქტის ზონის სოფლებში, არამედ ყოფილ საბჭოთა სამხედრო ბაზებზეც მუშაობს.

ცოლ-ქმარი სიკვდილს რამდენჯერმე გადაურჩა. სოფელში შესული მაროდიორები მოსახლეობას ადგილზე ხვრეტდნენ. ნანულის და მის მეუღლესაც ავტომატი არაერთხელ მიადეს მკერდზე, მაგრამ ოსი რძალი ლიანა ბაგაევა მუდამ მათ წინ დგებოდა და იცავდა. ამის გამო ბაგაევაც კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმეს. ათი წლის წინანდელ ამბებს ნანული დოიჯაშვილი ემოციის გარეშე ვერ იხსენებს და მუდამ მადლიერია ოსი რძლის, რომლის თავგანწირვამ ცოლ-ქმარი იხსნა. ომის შემდეგ ლიანა ბაგაევამ მხოლოდ სამ წელს იცოცხლა.

ერგნეთში სახლების 80 პროცენტი იქ შესულმა მაროდიორებმა ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი გადაწვეს. მოგვიანებით სახლები საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით აღადგინეს, სოფლიდან წასულმა მოსახლეობამაც უკან დაბრუნება დაიწყო, მაგრამ ერგნეთელები მიიჩნევენ, რომ მათთან არსებული მშვიდობა არასტაბილურია, რადგან ცხინვალიდან სროლის ხმა ისევ ესმით და თავს დაუცველად გრძნობენ. ერგნეთის მცხოვრები გიორგი წერეთელი ამბობს, რომ მისი თანასოფლელები ისევ წარსულის მოგონებებით ცხოვრობენ.

მეათე წელია, კონფლიქტის ზონაში ჯერ ისევ მიმდინარეობს განაღმვითი სამუშაოები. ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ჰალო ტრასტი“ 2008 წლის ომის ნარჩენებს ერგნეთშიც ეძებს. გასული წლიდან დღემდე 137 ჰექტარზე მეტი გამოცხადდა უსაფრთხო ტერიტორიად. ბოლო ათი წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციამ 20 ათასზე მეტი ჭურვი, ნაღმი, ბომბი და სხვა აუფეთქებელი ნარჩენი გააუვნებელყო.

სამუშაოები ისევ გრძელდება და ომის ნარჩენებისაგან ტერიტორია ჯერ სრულად არ არის გაწმენდილი. „ჰალო ტრასტის“ წარმომადგენელი გიორგი გოგიაშვილი აცხადებს, რომ სამუშაო ბევრია და ორგანიზაცია არა მარტო კონფლიქტის ზონის სოფლებში, არამედ ყოფილ საბჭოთა სამხედრო ბაზებზეც მუშაობს.

მშვიდობის საერთაშორისო დღე გორშიც აღნიშნეს. საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ქალაქის ცენტრში ასფალტი მშვიდობის ფერებით მოხატეს, მშვიდობის ხეივნიდან კი ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წევრებმა მავთულხლართებს მიღმა მშვიდობის მოწოდებები გაგზავნეს.

XS
SM
MD
LG