გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
საკრებულოს უმრავლესობამ, ოცდაათმა წევრმა, მომავალი წლის ბიუჯეტს მხარი დაუჭირა. ახალი ბიუჯეტის პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, სოციალური მიმართულება და ჯანდაცვა იქნება.
ბოლო სამი თვის განმავლობაში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს.
სტალინის სახლ-მუზეუმთან კომუნისტებმა და სტალინისტებმა შეკრება დილიდან დაიწყეს. მთელი საქართველოდან ორასიოდე კაცი შეიკრიბა და მიტინგი ჩაატარეს. მათ ბელადის ძეგლის დადგმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა ერგნეთში ქართული მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გააკეთა.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა.
ატოცში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრები და პოლიციელები პატრულირებას აგრძელებენ.
დღეს პარკის ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა ძვლებსაც მიაკვლიეს, ადგილზე კონსულტაციისთვის მისული იყო არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი, მაგრამ უკვე დადასტურდა, რომ ეს ცხოველების ძვლები იყო.
გორის მერმა მერიის ადმინისტრაციის უფროს თემურ მანველიშვილს საყვედური გამოუცხადა.
ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის მოსამზადებლად ჩავიდნენ და დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, მურად ჯიოევთან, შეხვედრა გამართეს.
ხათუნა რაზმაძე ყოველ წუთს ახალ ინფორმაციას ელოდება, თუმცა ცნობა 14 წლის წინ დაკარგული მისი შვილის ადგილსამყოფლის შესახებ ჯერჯერობით არ ჩანს.
გორის კულტურისა და დასვენების პარკში სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალი მავთულხლართები დაამონტაჟეს და ამით საოკუპაციო ხაზი უფრო მეტად გაამაგრეს.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბოლო დღეებში დაახლოებით ნახევარ კილომეტრზე ძელებით მონიშნეს საოკუპაციო გამყოფი ხაზის ახალი მონაკვეთი. ამ გამყოფ ხაზს მიღმა ექცევა ატოცელების სახნავ-სათესი მიწები, სოფლის საძოვრის ნაწილი და ტყის მასივი.
ბორდერიზაციის შედეგად ატოცელებმა 30 ჰექტარზე მეტი სახნავ-სათესი და საძოვარი დაკარგეს. ადგილობრივი მცხოვრებლები ღობეებთან მიახლოებას დაკავების შიშით ვერ ახერხებენ.
გორის ცენტრში საპროტესტო აქცია 5 ნოემბერს, საღამოს 8 საათის შემდეგ დაიწყო. 25 ოქტომბერს მოკლული გოგონას ოჯახის წევრები და ნათესავები ათეულობით ადამიანის თანდასწრებით მკვლელობაში ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვდნენ.
ახალი კანონის მიხედვით, საჯარიმო სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდა და ფიზიკური პირებისთვის 5 ათასი რუბლიდან 20 ათას რუბლამდე გაიზარდა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი „სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ“.
გორში მოკლული 8 წლის გოგონა დღეს დაკრძალეს.
გორის 32-ე საარჩევნო ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს თითქმის 4 000 ხმით გაუსწრო.
ჩამოტვირთე მეტი