ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში ტრეფიკინგის შესახებ საქართველო, გასული სამი წლის მსგავსად, მეორე კალათაში რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ, მთავრობის მცდელობის მიუხედავად, ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისათვის საჭირო მინიმალურ სტანდარტებს.