ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთში, დაფნისა და ციტრუსის ყოფილი მეურნეობის კორპუსებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 21 ოჯახს ბინების დატოვება მოსთხოვეს. დევნილებმა შეთავაზებულ გარემონტებულ სახლებზე უარი განაცხადეს.
საზაფხულო არდადეგების შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებში პირველი ზარი უკვე დაირეკა. გალის ორ სკოლაში, სადაც სწავლა მხოლოდ რუსულ და აფხაზურ ენებზე მიმდინარეობს, მასწავლებლები სიცოცხლის ფასად ცდილობენ, მოსწავლეებმა ქართული განათლება მიიღონ.
სურსათისა თუ ხილ-ბოსტნის ბაზარში, სუპერმარკეტსა თუ მაღაზიებში ყველაფერი რომ გაძვირდა, ამას ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული მოსახლეობაც ადასტურებს. ისინი ამბობენ, რომ ფასების ზრდა სოფლის პროდუქტზეც შეინიშნება.
თბილისის შემდეგ, გარემოვაჭრეებისგან ზუგდიდის ქუჩებიც გაათავისუფლეს. დილის 6 საათზე, პოლიციისა და მეხანძრეების დახმარებით ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა მოვაჭრეებს დახლების გაშლამდე განუცხადეს, რომ გარევაჭრობა აეკრძალათ.
რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა, - ამბობენ აფხაზეთში მცხოვრებნი. წარჩელმა, გალელმა და ჩხორთოლელებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
ფოცხოეწერი - სოფელი, სდაც ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში ენგურჰესის მშენებლებისთვის ოთხსართულიანი კომპაქტური კორპუსები აშენდა, დღეს შველას ითხოვს. შენობების უმრავლესობა, სადაც ამჟამად თაღოვანი კაშხლის მუშები და მათი შვილები ცხოვრობენ, ავარიულია.
ორსართულიანი შენობა, რომელსაც თითქმის ყველა ფანჯარა და კარი დამპალი აქვს და სახურავიდან წვიმის წყალი ჩამოდის, ფოცხოეწერის სკოლაა. სკოლა სოფლის ბოლოშია. შენობაში ინვენტარიც ძველია. მოსწავლეთა რაოდენობა მხოლოდ 30-ია.
მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გადასასვლელად ფასიანი საშვი დააკანონა, მოსახლეობას სამეგრელოში გადმოსვლა უძნელდება. შემოვლითი გზები ჩაკეტილია საგულდაგულოდ.
აფხაზეთიდან დევნილები, რომლებიც თბილისში, სხვადასხვა სახელმწიფო შენობებში ცხოვრობდნენ, ხელისუფლებამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში დაასახლა. 18 ოჯახი კვირაზე მეტია საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს.
სამეგრელოს სოფლებში მოსახლეობის ერთადერთი სარჩო თხილი და სიმინდია. ამჟამად გლეხები თხილის შეგროვებით არიან დაკავებული. ისინი ამბობენ, რომ მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, წელს გაცილებით მეტია, რამაც თხილზე ფასის კლება გამოიწვია.
სახალხო-საყოველთაო კომისიის წევრები ზუგდიდში ჯერ კიდევ მარტის თვეში იმყოფებოდნენ. გამგეობის სხდომათა დარბაზში შეკრებილ არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ესაუბრა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი.
ფოცხოეწერი ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე სოფელია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. სოფლის ერთ-ერთ უბანში, რომელიც ენგურჰესის სიახლოვეს მდებარეობს, აფხაზეთიდან დევნილები 17 წელია ცხოვრობენ.
დევნილ ოთხ ოჯახს, რომელიც ზუგდიდის ყოფილი ავტოსკოლის კორპუსში ცხოვრობენ, შენობიდან ასახლებენ. დევნილები სოფელ ოქტომბერში და ინგირში გადასვლაზე უარს აცხადებენ, რადგან იქვე არსებულ თხილის ქარხანაში მუშაობენ.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2007 წელს ”ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის” განსახორციელებლად ზუგდიდში არსებული ოთხი მოქმედი სამედიცინო დაწესებულება, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად - 1000 ამერიკულ დოლარად - კომპანია ”ბლოკ-ჯორჯიას” გადასცა.
ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა ადგილობრივებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ. ერთჯერადი ფასიანი საშვი 100 რუსული რუბლი ღირს. ფასიან ერთჯერად საშვებს მხოლოდ გალის აფხაზურ მილიციაში გასცემენ.
სოფელ ზედაეწერში დასახლებული აფხაზეთიდან დევნილი 120 ოჯახი წყლის დეფიციტს განიცდის. 30 კომპაქტურ კორპუსს, სადაც 800-მდე სული ცხოვრობს, 3 თვეა წყალი არ მიეწოდება. სამთვიანი ლოდინის შემდეგ სოფლის ცენტრში აქცია გამართეს.
ერთთვიანი პაუზის შემდეგ ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღდგა. ოკუპირებული რეგიონიდან სამეგრელოში გადასული მოქალაქეების ინფორმაციით, ენგურს გაღმა საგუშაგოზე, სადაც აფხაზი მესაზღვრეები იმყოფებიან, განსაკუთრებულ პრობლემებს არ აწყდებიან.
უკვე კვირაზე მეტია, რაც აფხაზურმა მხარემ ენგურის ცენტრალურ ხიდზე გადაადგილება შეზღუდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას იმ მოქალაქეებმა შეატყობინეს, რომლებიც ზუგდიდში სხვადასხვა შემოვლითი გზებით გადავიდნენ.
სვანეთში 14- დღიანი სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. დაზარალებულებს დაპირებულ ჰუმანიტარულ დახმარებას არავინ უწევს, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას ჯერ კიდევ სტიქიის დროს დაჰპირდა.
ოტობაიელი რესპონდენტის ვარაუდით, ქართველ პოლიციელებზე თავდასხმა ოკუპირებული რეგიონიდან განხორციელდა და მას რუსი სამხედროები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან აწარმოებდნენ.
ჩამოტვირთე მეტი