#1 პაციენტი, პატიმარი, ექსპრეზიდენტი
2023 წლის დასაწყისში, კვლავაც საქართველოში, კლინიკა „ვივამედში“ რჩება პატიმარი/პაციენტი მესამე პრეზიდენტი. მისი პრობლემა, 2022 წლის მიწურულს, პოლიტიკურთან ერთად, ჰუმანიტარული გახდა. სააკაშვილის ადვოკატები სასჯელის გადავადებასა და მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. მსგავსი მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლებას, განსაკუთრებით 2022 წლის მიწურულს, მიმართავდნენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან.
14 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა, მიხეილ სააკაშვილის საკანში, რამდენიმე თვის განმავლობაში სათვალთვალო კამერით გადაღებული და შემდეგ დამონტაჟებული კადრების ფრაგმენტი გამოაქვეყნა, ყოფილი პრეზიდენტის რადიკალურად შეცვლილმა გარეგნობამ მომხრეები და მოწინააღმდეგეები კვლავ აალაპარაკა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 22 დეკემბერს სააკაშვილი მცირე ხნით და დისტანციურად თავად ჩაერთო სასამართლო პროცესზე, სადაც მისი სასჯელის გადავადების საკითხი განიხილებოდა და რომელზეც პირადად დასწრებას ის დღემდე ითხოვს.
ასევე ნახეთ პაციენტ სააკაშვილის უფლებასაქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სასჯელის გადავადება შესაძლებელია, თუ "მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას - მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე".
ასევე ნახეთ დღეს ჩვენ ვნახეთ მორიგი სიმულაცია - კობახიძე სააკაშვილზე„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მათივე საჯარო განცხადებების მიხედვით, არ სჯერა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილის სისუსტე და ის, რაც მათ მიერ გავრცელებულ კადრებზე ჩანდა, სიმულაციაა; სააკაშვილი საუკეთესო პირობებში - "ოროთახიან პალატაშია". მას შეუძლია უცხოელი ექიმები მოიწვიოს, მაგრამ სასჯელი საქართველოში, ბოლომდე უნდა მოიხადოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 9 იანვარს გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლება/გადავადების საკითხის განხილვა.
სააკაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები პროცესის გაჭიანურებაზე ლაპარაკობენ და გარკვეულ იმედებს პრეზიდენტის შეწყალებაზე ამყარებენ. სალომე ზურაბიშვილის მისამართით მოწოდებები ისმის ქვეყნის გარედანაც და ეს ევროპარლამენტის მიერ 14 დეკემბერს მიღებულ ბოლო რეზოლუციაშიც აისახა. საერთაშორისო პარტნიორები სააკაშვილის „ჰუმანიტარული მიზნებით“ გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზას შეწყალებაში ხედავენ.
შეიწყალებთ თუ არა? – 28 დეკემბერს, ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას სალომე ზურაბიშვილმა ასე უპასუხა: "მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა". ეს პასუხი მნიშვნელოვნად განსხვავდება მანამდე რამდენჯერმე ნათქვამი ფრაზისგან - „არა და არასოდეს!“. პრეზიდენტის ბრიფინგი დაინიშნა მას შემდეგ, რაც მოქალაქეების ჯგუფმა, ორბელიანების სასახლესთან გამართულ აქციაზე, პრეზიდენტს მიმართა, არ გაბედოს საააშვილის შეწყალება, რადგან ეს სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს. ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებთან ჩავიდა, „მივარდნისთვის“ უსაყვედურა და ახსენა მასზე ზეწოლის, შანტაჟისა და "ბულინგის" მცდელობები. ის მმართველი პარტიის წარმომადგენლებზე მიანიშნებდა.
27 დეკემბერს, „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის“ წარმომადგენელმა, პოლონელმა ევროპარლამენტარმა, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ „ევროპარლამენტი არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუკი დაკავებული ყოფილი პრეზიდეტი ციხეში მოკვდება“ და რომ სააკაშვლის საქმე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება - ერთმანეთისგან განუყოფელი, ხოლო პარალელები სავალდებულოა.
ამ სიტყვებით, ევროპარლამენტარმა გააზიარა დედაქალაქის მერისა და „ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება, რომ სააკაშვილის პატიმრობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის დაკავშირებას არაფერი აქვს საერთო ევროპელობასა და დემოკრატიულ ფასეულობებთან.
უკვე 28 დეკემბერს, საკრებულოს წევრების წინაშე გამოსვლის დროს, კალაძემ თქვა, რომ თუკი სააკაშვილის გათავისუფლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობაა, „საერთოდ არ გვინდა ასეთი სტატუსი, დაიტოვონ თავისთვის“. ასეთი რამ კახა კალაძეს მანამდეც აქვს ნათქვამი.
ასევე ნახეთ „თუ გამარჯვებამდე ვიცოცხლე, ოდესაში დაბრუნება მინდა“ - მიხეილ სააკაშვილითავად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, საკუთარ აწმყოსა და მომავალს, საჯარო განცხადებებში, საქართველოს აღარ უკავშირებს. „თავს 100 %-ით უკრაინელად ვგრძნობ და ამით ასე არასდროს მიამაყია“, - 30 დეკემბერს, სააკაშვილის ინტერვიუ „უკრაინსკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა. „ვიღვიძებ უკრაინასთან ერთად, ვიძინებ უკრაინასთან ერთად და ვარსებობ უკრაინით", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ გამოცემასთან.
სააკაშვილის სამკურნალოდ გათავისუფლების მოთხოვნით, 4 იანვარს, სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს საელჩოებთან შეკრებისკენ, ხალხს რუსმა ემიგრანტმა ბლოგერმა, დუმის ყოფილმა დეპუტატმა, უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოუწოდა. ფეიგინის იუთუბ-გადაცემის ეთერის საშუალებით, აქციისკენ მოწოდებებით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩიც. სააკაშვილმა მათ წერილით მადლობა გადაუხადა. გააქტიურებას წინ უსწრებდა კიდევ ერთი წერილი, რომელიც სააკაშვილმა ფეიგინს კლინიკა "ვივამედიდან" მისწერა.
4 იანვარს აქციებს გეგმავენ თბილისშიც.
ასევე ნახეთ 4 იანვარს "ნაციონალური მოძრაობა" და ლევან ხაბეიშვილი "სააკაშვილის გადასარჩენად" პარალელურად გამართავენ აქციებს#2 ევროკავშირის წევრობის სტატუსი
2022 წლის 17 ივნისს, როდესაც ევროკომისიამ გამოაცხადა გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, საქართველოს იგივე სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესრულება განუსაზღვრა.
ასევე ნახეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ქვეყანა მალე მიიღებს - ღარიბაშვილი
27 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მალე მიიღებს, რადგან „12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტისა და მთავრობის მიერ და ყველას ჩართულობით“.
შესაძლებელია თუ „ზედმიწევნით შესრულებაზე“ ლაპარაკი, თუკი ჯერ არც ყველა რეკომენდებული კანონია მიღებული და არც სახალხო დამცველისა თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ვაკანტური თანამდებობებია დაკომპლექტებული?
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 12 პუნქტზე მუშაობის პროცესში დაგეგმილი კანონებიდან მხოლოდ ორი არ დამტკიცებულა, რადგან ისინი ამ ეტაპზე ვენეციის კომისიაში გაიგზავნა; ხოლო ვაკანტური პოსტების დასაკომპლექტებლად, კობახიძის თქმით, „ოცნებამ“ „ოპოზიციის კონსტრუქციული მიდგომა“ ვერ დაინახა და მცდელობა იანვარში გაგრძელდება.
ევროკომისიის რეკომენდაციებიდან ამ ეტაპზე ასევე პრობლემურად გამოიყურება პირველი რეკომენდაცია - პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება.
ასევე ნახეთ გახარია ევროინტეგრაციაზე: ვიღაც იდიოტების გამო გვაქვს რისკი 20-30 წელი დავკარგოთ ასევე ნახეთ ევროკავშირი "ცუდს" გვაძალებს თუ საჭიროა? - რას ცვლის გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არ იყო ჩართული ოპოზიციის უდიდესი ნაწილი და მათ შორის - ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“; ხოლო სამუშაო ჯგუფების წევრ ოპოზიციონერ დეპუტატთაგან, სხვადასხვა დროს, რადიო თავისუფლებას არაერთმა უთხრა, რომ „ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებებს ძირითადად საკუთარი ხედვის შესაბამისად და ხშირად - ზედაპირულად იღებდა.
ევროკომისიის რეკომენდაციებიდან „ოცნებისთვის“ ყველაზე სადავო დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაცია აღმოჩნდა - ევროპელი პარლამენტარების მიერ, 9 ივნისსა და 14 დეკემბერს დამტკიცებულ ორ რეზოლუციაში, ერთადერთ ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილია ნახსენები. „ოცნებამ“ კანონი უკრაინულიდან თარგმნა და ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე უარს აცხადებდა, ვიდრე, საბოლოოდ, საერთაშორისო მოწოდებების ფონზე - მაინც არ მოუწია გაგზავნა.
მმართველმა პარტიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივა, გარკვეული ძალების მიერ საქართველოს ომში ჩართვის გეგმას დაუკავშირა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს, „პირველი არხის“ ეთერში თქვა, რომ დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი გარანტირებული ექნებოდა ომის დაწყების შემთხვევაში, თუმცა „ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს“.
#3 "მეორე ფრონტი" დასავლეთთან
2022 წელს, „ქართულ ოცნებასა“ და საქართველოს დასავლელ პარტნიორებს შორის ხილული ბზარები წარმოიქმნა. მაისში, შვეიცარიული ბანკისა და მისი მდიდარი კლიენტის, ბიძინა ივანიშვილის პრობლემებზე საუბრისას, მმართველმა პარტიამ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის საბანკო ოპერაციების შეფერხება - "გარკვეული ძალების" მიერ საქართველოს ომში ჩართვის გეგმის ნაწილად გამოაცხადა. "ოცნებისა" და მის მომხრეთა მხრიდან მომძლავრდა ამერიკელი თუ ევროპელი დიპლომატებისა და პოლიტიკოსების კრიტიკა. ხელისუფლება განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებდა ევროპარლამენტის, მათი შეფასებით - "ჩალის ფასიან" რეზოლუციებზე. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარძემ ივნისში თქვა, რომ 10-ზე მეტ ევროპარლამენტარს საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნა სურს.
ასევე ნახეთ ბიძინა ივანიშვილის წერილი: აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე, "ომში ჩართვასა" და პარტიაზე ასევე ნახეთ მდინარაძის თქმით, 10-ზე მეტ ევროპარლამენტარს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურსანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა „ქართულ ოცნებიდან“, მათ შორის - დასავლეთზე „სიმართლის სათქმელად“ წასულთა მიერ დაფუძნებული "ხალხის ძალა". ამ საზოგადოებრივ მოძრაობაში 2023 წლის დასაწყისისთვის პარლამენტის 9 დეპუტატია გაწევრიანებული და ისინი "ქართულ ოცნებასთან" ერთად ქმნიან უმრავლესობას. ეს ორი ჯგუფი ხშირად უსვამს ხაზს, რომ თანამოაზრეები არიან.
ასევე ნახეთ „სიმართლის მთქმელი“ 9 დეპუტატი და „ოცნება“ უმრავლესობის გარეშე
ბრალდებებმა საერთაშორისო პარტნიორები საგრძნობლად შეაწუხა. 14 დეკემბერს, როცა ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებულ კრიტიკულ რეზოლუციას განიხილავდა, საქართველოს საკითხებზე მომხსენებელმა, ესტონელმა დეპუტატმა, სვენ მიკსერმა (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი) თქვა, რომ შეშფოთებულია “ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის” ბრალდებით, თითქოსდა ევროკავშირი ცდილობს, ჩაითრიოს საქართველო ომში.
“საქართველოს არასოდეს მოუწევს, აირჩიოს ევროპასა და მშვიდობას შორის. ევროპის არჩევა სწორედაც რომ მშვიდობის არჩევას ნიშნავს”, - თქვა მიკსერმა, რომლის პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური ოჯახიდანაა.
2022 წელს, უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, თანდათან უფრო დაიძაბა ურთიერთობები თბილისსა და კიევს შორის. უკრაინაში საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ პრორუსელად მოიხსებენ. უკრაინის საელჩო დეკემბრის დასაწყისში აცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, კარგა ხნის განმავლობაში, უპასუხოდ დატოვა თხოვნა, მათ შორის - გენერატორების მიწოდებასთან დაკავშირებით.
21 დეკემბერს, ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით უკრაინაში გასაგზავნად შეიძინეს "25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი, რომლებიც გამოყენებული იქნება სამრეწველო მიზნებისთვის - კლინიკებისთვის, საავადმყოფოებისთვის, კვების ობიექტებისთვის და უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებისთვის". ოფიციალური ცნობით, გენერატორები უკრაინაში 22 დეკემბერს გაიგზავნა.
ასევე ნახეთ რუსეთ-უკრაინის ომში ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მხარესაახელისუფლება აცხადებს, რომ, საქართველოს უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, უკრაინას არ გაუწევს სამხედრო დახმარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 7 დეკემბერს მედიის შეკითხვაზე, ვის მხარესაა რუსეთ-უკრაინის ომში, უპასუხა: "მე ვარ საქართველოს მხარეს".