შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლი სასტიკად, ჯოხით სცემა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი 8 იანვარს სოციალური ქსელებით გავრცელდა.
მანამდე სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ფეისბუკზე წერდა, რომ მარნეულში დააკავეს კაცი, რომელსაც ბრალად წაუყენებენ ძაღლის უმოწყალოდ ცემას.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცხოველთა დამცველები მომხდარის ადგილზე გასაპროტესტებლად ჩავიდნენ მარნეულში.
ბაირამოვა ასევე აღნიშნავდა, რომ ძაღლის სასტიკად ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მალევე დაიწყო.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
ასევე ნახეთ
იქ, სადაც ძაღლს ჩაგრავენძაღლს, რომლის გადასარჩენადაც რთული ოპერაცია ჩატარდა, გული გაუჩერდამე-8 სართულიდან ძაღლის გადაგდების ბრალდებით კაცი დააკავესთბილისში, ვაზისუბანში, ძაღლი ტროტუარზე მოკლესბათუმში ძაღლის მოკვლისთვის სასამართლომ კაცი 3 ათასი ლარით დააჯარიმა"დუშეთში მკვლელია" - როგორ გახდა მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ძალადობის წყარო