პოლიციამ დააკავა კაცი, რომელსაც ედავებიან თბილისში, მე-8 სართულიდან ძაღლის გადაგდებას. დაკავებულს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კაცს ბრალი პროკურატურამ წარუდგინა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის და ძალადობის ფაქტზე. სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს.
"მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.