Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, ვაზისუბანში, ძაღლი ტროტუარზე მოკლეს


თბილისი, ვაზისუბანი, შემთხვევის ადგილი
თბილისი, ვაზისუბანი, შემთხვევის ადგილი

თბილისის გარეუბანში, ვაზისუბანში, ძაღლი ქუჩაში, ტროტუარზე მოკლეს. ფოტომასალას ფეისბუკჯგუფი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ცხოველს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ერთი, 259-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც, ცხოველის წამება ან სასტიკი მოპყრობა ისჯება ერთ წლამდე პატიმრობით. უწყებას გამოძიება ჯერ არ დაუწყია ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოქალაქე ქუჩაში ძაღლს კლავს. 2023 წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კეშელავა მიუსაფარი ძაღლის მოკვლისთვის 3 ათასი ლარით დააჯარიმა.

XS
SM
MD
LG