“პუტინთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, ის პატივს მცემს”, - თქვა დონალდ ტრამპმა 13 აგვისტოს ილონ მასკისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ტრამპის თქმით, არაერთხელ გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი, უკრაინაში არ შეჭრილიყო.
“ვუთხარი, ვლადიმირ, ეს არ გააკეთო. ეს [შენთვის] ძალიან ცუდი დღე იქნება-თქო”, - დაამატა მან.
ტრამპი ამტკიცებდა, რომ ომი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ნათქვამმა “სისულელეებმა” გამოიწვია. “მან თქვა, რომ უკრაინას შეუძლია გახდეს ნატოს წევრი. რუსეთი კი რაც არსებობს გაიძახის, ამას არ დავუშვებთო”.
ილონ მასკისა და ტრამპის ინტერვიუ, რომელსაც დასავლურმა მედიამ “მეგობრული საუბარი” უწოდა, თითქმის ორ საათს გაგრძელდა.
ასევე ნახეთ იმედგაცრუება, გაურკვევლობა და წუხილი - ამერიკელმა პოლიტიკოსებმა საქართველოში ვიზიტი შეაფასესმთავარი აქცენტი: უკრაინა
ორმა მილიარდერმა დიდი დრო დაუთმო უკრაინაზე ლაპარაკს.
კიევის სამხედრო და ფინანსურ დახმარებაზე საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ აშშ “ევროპის დასაცავად” ევროკავშირზე გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს და რომ ეს “უსამართლოა”.
“მე ვკითხულობ: რატომ არ გვითანაბრდებიან? რატომ არ იხდიან იმდენივეს, რამდენსაც ჩვენ?” - თქვა ტრამპმა.
მას არ უხსენებია ის, რომ რესპუბლიკური პარტია დიდი ხნის მანძილზე ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაცემას.
ტრამპმა გაიხსენა 2019 წლის სკანდალიც, როდესაც იგი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.
მაშინ გამოცემა "უოლ სტრიტ ჯორნალი" წერდა, თითქოს ტრამპი ზელენსკის დაემუქრა, რომ შეუჩერებდა სამხედრო დახმარებას, თუკი არ გამოიძიებდა იმჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის “კორუფციულ” საქმიანობას უკრაინაში.
თავად ზელენსკიმ შემდეგ უარყო, რომ აშშ-ის პრეზიდენტი აშანტაჟებდა, რასაც ტრამპმა ახლა “პატიოსანი” საქციელი უწოდა.
“გულწრფელად გეტყვით, ჩემზე მეტად არავინ განიცდის უკრაინაში შექმნილ ვითარებას. რადგან ვიცი, რომ ეს არასდროს უნდა მომხდარიყო”, - თქვა მან.
ასევე ნახეთ სისხლიანი ნაკვალევები - პუტინის მმართველობის 25 წელი“ბირთვული დათბობა”
ტრამპმა და მასკმა ასევე ისაუბრეს პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ კამალა ჰარისზე, ჩინეთსა და კლიმატის ცვლილებაზე.
ჰარისი “ბაიდენზე უარესი” და “შეშლილი მემარცხენე რადიკალია”, - თქვა ტრამპმა. მასკმა მას მხარი აუბა. “ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ არჩევნები მოიგოთ”, - უთხრა მან.
ჩინეთი “თავის საუკეთესო თამაშს თამაშობს. ისინი ხისტები და ჭკვიანები არიან. საკუთარ ქვეყანას დაიცავენ”, - თქვა ტრამპმა და ივარაუდა, რომ ჩინეთი მალე აშშ-ს გადაუსწრებს ბირთვული რაკეტების რაოდენობით.
“მთავარი საფრთხე არა გლობალური დათბობა და მომდევნო 400 წელიწადში ოკეანის დონის 8 მილიმეტრით ზრდაა. მთავარი საფრთხე ბირთვული დათბობაა”, - დაამატა მან.
ინტერვიუ 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო.
ილონ მასკის მტკიცებით, ამის მიზეზი X-ზე მასიური კიბერშეტევა გახდა. ამისდა მიუხედავად, იგი წერს, რომ ინტერვიუმ სულ რაღაც სამ საათში თითქმის მილიარდი ნახვა მოაგროვა.
ასევე ნახეთ „ვაშლებს ფორთოხლებს ადარებთ“ - ჰაიდი ტალიავინი „ტალიავინის დასკვნის“ შესახებ, 15 წლის შემდეგტრამპის დაბრუნება
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი სოციალურ ქსელ X-ზე სამწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
2021 წლის იანვარში, X-მა (რომელსაც მაშინ ტვიტერი ერქვა) ტრამპის ანგარიში დაბლოკა - იგი კაპიტოლიუმზე თავდასხმის წახალისებაში დაადანაშაულეს.
ტრამპისა და პლანეტის უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ურთიერთობა დიდ ხანს არაერთგვაროვანი იყო.
“როგორც ადამიანი, არ მეზიზღება, მაგრამ დროა, ტრამპი პენსიაზე გავიდეს”, - წერდა ბიზნესმენი 2022 წლის ივლისში.
თავის მხრივ, ტრამპი მას “მატყუარას” ეძახდა და ამტკიცებდა, რომ ის ტვიტერის ყიდვას არ აპირებდა.
მაგრამ მასკმა ტვიტერი იყიდა, და მეტიც - ტრამპს მასზე წვდომა აღუდგინა.
მას შემდეგ, რაც ტრამპი თავდასხმას გადაურჩა, ილონ მასკმა თქვა, რომ არჩევნებში მას დაუჭერს მხარს და კამპანიისთვის ფულის შეგროვებაშიც დაეხმარება.