ეს არ არის პირველი ხანძარი და აფეთქება ქვეყნის იარაღის საწყობებში, რის გამოძიებასაც შედეგი არ მოჰყოლია. პროკურატურა თითქოს განზრახ ითრევს ფეხს და გამოძიებას აჭიანურებს.
ეს უკვე მეორე ასეთი ხანძარია ამ ობიექტზე. 2022 წლის 31 ივლისს ხანძარს საბრძოლო მასალების აფეთქება მოჰყვა. ამჯერად ბაზაზე დაიწვა საწყობი, მაგრამ ხანძარი ამჯერადაც კვირა დღეს, დილით ადრე გაჩნდა, როგორც შარშან.
მას მერე მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ მისი მსვლელობის შესახებ პროკურატურა დუმს, არაფერს იტყობინება. რადიო თავისუფლებამ არაერთხელ მიმართა მას წერილობითი თხოვნით ამ საკითხზე, მაგრამ პასუხი არ მიუღია.
გებრევის ნაამბობით, ხანძარი გაჩნდა კვირას 00:40 საათზე. საბედნიეროდ, მცველები უვნებელი არიან.
მან შემთხვევას უწოდა „გაუგებარი და აუხსნელი“, რადგან საწყობში არაფერი ყოფილა, რაც თვითონ შეიძლებოდა აალებულიყო.
„ვერავითარ მიზეზს ვერ ვხედავ“, დასძენს დაზარალებული ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში. მისი თქმით, პროკურატურისგან არ შეუტყვია რაიმე ვერსიის შესახებ, რომელსაც განიხილავენ შარშანდელი აფეთქებების გარშემო.
გებრევი იარაღით ცნობილი მოვაჭრეა, რომელმაც შარშან რადიო თავისუფლების დოკუმენტურ ფილმში, „აფეთქებები ბულგარეთში და რუსეთის ომი უკრაინაში,“ უთხრა, რომ, ამაყობს ბულგარეთის იარაღის მრეწველობით და თვლის, რომ ბულგარეთის მრეწველობას თავისი მნიშვნელობა ადრეც უჩვენებია და ახლაც, ამ „უაზრო ომის“ დროსაც აჩვენებს ამას. მისი თქმით, კომუნისტური პერიოდიდან მრეწველობის ამ დარგის შენარჩუნებით ბევრი ვერ დაიკვეხნის ყოფილ სოციალისტურ ბლოკში.
ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კირილ პეტკოვის თანახმად, ომის პირველ ეტაპზე საჭირო ტყვია-წამლის დაახლოებით მესამედს უკრაინა ბულგარეთიდან იღებდა. პეტკოვი პოსტის დატოვების შემდეგ ჰყვებოდა, რომ ამის გაკეთება უწევდა ფარულად, შუამავლების მეშვეობით მოქმედებდა და მესამე ქვეყნების მეშვეობით აწვდიდა უკრაინას საბრძოლო მასალებს. საქმე ის იყო, რომ ბულგარეთის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე მმართველი კოალიციის დატოვებით იმუქრებოდა, თუ ბულგარეთი პირდაპირ მოამარაგებდა იარაღით კიევს. რადიო თავისუფლების დოკუმენტური ფილმიდან, „აფეთქებები ბულგარეთში და რუსეთის ომი უკრაინაში - ჟურნალისტური გამოძიება“ ასევე შეიტყობთ, რომ ბულგარეთი უკრაინას საბრძოლო მასალებს უკვე ომამდეც აწვდიდა.
წინა ხანძარი
„არავის არაფერი უთქვამს ჩემთვის“, - თითქოს არაფერი მომხდარიყოს, გვეუბნება გებრევი და ამატებს, რომ ბოლო შემთხვევის შემდეგ გამომძიებლებს მისთვის არც კი მიუმართავთ.
როცა 2022 წლის 31 ივლისის შემთხვევაზე ლაპარაკობდა, ბულგარეთის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოიკო რაშკოვმა შარშან თქვა, რომ „ეს სრულიადაც არ იყო დამთხვევა“. ყოფილი მინისტრი გულისხმობდა შემთხვევების დაგროვებას გებრევის გარშემო, რომელიც 2015 წელს „ნოვიჩოკით“, რუსული წარმოების მომწამვლელი საშუალებით მოწამლეს.
„ჯერ „ნოვიჩოკი“, მერე ქონების დაყადაღება, ბიზნესსაქმიანობის შეზღუდვა, ჩვენს ქვეყანაში მყოფი ვიღაც რუსი მოქალაქეების მონაცემები, ახლა კი ეს ინციდენტი საწყობებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ფაქტი მოგროვდა და ეს სრულიად არ არის დამთხვევა“, ასკვნიდა შარშან ყოფილი მინისტრი.
ასევე ნახეთ „გრუს“ 2011 წლის დივერსია ბულგარეთში და მისი კავშირი საქართველოსთანუფრო ძველი საქმეები
EMCO-ს ბაზაზე, ლოვნიდოლში, ჯერ კიდევ 2011 წელს მოხდა აფეთქებები. ბულგარეთის პროკურატურა აცხადებდა, რომ ამ საწყობში შენახული რაკეტები საქართველოსთვის იყო განკუთვნილი, რაც თავად EMCO-მ უარყო. ეს შემთხვევა, ასევე აფეთქება იგანოვოში, ВМЗ-Conom-ის ქარხანაში, შემდეგ 2020 წელს - მუგლიჟთან „არსენალის“ ქარხანაში, სავარაუდო რუსული დივერსიის გარშემო ერთიანი გამოძიების საგანი იყო 2021 წლის გაზაფხულიდან.
მაშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ გააერთიანა გამოძიება იმ მიზეზით, რომ არსებობდა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მათ უკან იდგა რუსეთის სამხედრო დაზვერვა, „გრუ“. ამ საქმის ჩარჩოებში იძიებენ ასევე ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში ცეცხლის გაჩენას 2015 წელს, როცა ხანძარმა გაანადგურა სამხილები, რომლებიც მოიპოვეს იგანოვოს აფეთქებების შედეგად.
ასევე ნახეთ ბულგარეთის პროკურატურა: სამხედრო საწყობში 2011 წელს მომხდარი აფეთქება რუსულ კვალს და საქართველოს უკავშირდებაბულგარეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბოიკო ნოევი თვლის, რომ პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რათა კვალი არიოს, გამოძიებას ხელი შეუშალოს. ნოევი ბულგარეთის უშიშროების სამსახურებსა და პროკურატურაზე რუსეთის გავლენაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ შემაშფოთებელია 2017 წელს რუსეთის და ბულგარეთის პროკურატურებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება. მისი აზრით, აქედან უტყუარად ჩანს, რომ რუსეთს გავლენა აქვს ბულგარეთის ხელისუფლებასა და პროკურატურაზე.
ბულგარეთის პროკურატურამ მხოლოდ მას მერე, გამოაცხადა, რომ გამოიძიებს რუსულ საბოტაჟს ბულგარეთში 2021 წლის აპრილში, რაც ჩეხეთის მთავრობამ რუსეთს ბრალად დასდო „სახელმწიფო ტერორიზმი“ 2014 წელს ვრბეტიცეში, იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქების გამო.
ამ დროს საგამოძიებო გამოცემა Bellingcat-მა ბრიტანეთის ხელისუფლებთან ერთად გამოააშკარავა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ჯგუფი, რომელიც დაკავშირებული იყო სოლსბერიში, 2018 წელს რუსეთის ორმაგ ჯაშუშზე, სერგეი სკრიპალზე თავდასხმასთან. იმავე ჯაშუშებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ ჩეხეთში მოწყობილ თავდასხმისა და 2015 წელს ემილიან გაბრევის მოწამვლისთვის.
„გრუს“ ჯაშუშები
„გრუს“ ორი სავარაუდო ჯაშუში, რომლებზეც ჩეხეთის ხელისუფლებას ეჭვი აქვს, რომ მონაწილეობდნენ ვბრბეტიცის ინციდენტში, ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა არიან.
სწორედ მათ ადანაშაულებს დიდი ბრიტანეთი სკრიპალის მოწამვლაში და მათთან ერთად - დენის სერგეევს, რომელსაც ბულგარეთი გებრევის მოწამვლაში ადანაშაულებს.
ასევე ნახეთ ემილიან გებრევის მოწამვლა და სკრიპალების საქმესერგეევთან ერთად (იგივე სერგეი ფედოტოვი), რუსეთის ორ სხვა ჯაშუშს, ეგორ გორდიენკოს (იგივე გეორგი გორშკოვი) და სერგეი ლიუტენკოს (იგივე სერგეი პავლოვი) ბულგარეთში დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი გებრევის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში.
იანვარში, ახლა უკვე ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ივან გეშევმა პარლამენტის კულუარებში განუცხადა მედიას, რომ პროკურორებმა ასევე დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი რუსეთის სულ ექვს მოქალაქეს ბულგარეთის სამხედრო ობიექტების რუსული დივერსიის საქმეზე. თუმცა, მან დეტალები არ გაუმხელია.
როგორც რადიო თავისუფლების, მარტში გამოქვეყნებული, დოკუმენტურ ფილმიდან, „აფეთქებები ბულგარეთში და რუსეთის ომი უკრაინაში“
ჩანს, ბულგარეთის პროკურატურა კვლავაც უგულებელყოფს ყველა კითხვას ბოლო 10-ზე მეტი წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში სამხედრო ობიექტებზე აფეთქებების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ამ დრომდე არ გახსნილა არცერთი ეს საქმე - არავის მიმართ საბოლოო განაჩენი არ გამოუტანიათ.