დოკუმენტი 3 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნდა "საკანონმდებლო მაცნეს" ვებსაიტზე. ეს ნიშნავს, რომ კანონის ძირითადი მუხლები 60 დღეში ამოქმედდება.
ამ 60 დღის განმავლობაში იუსტიციის მინისტრმა:
- უნდა შეადგინოს ორგანიზაციების „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ რეგისტრაციის ფორმა.
- მოამზადოს მათი რეესტრის წარმოების წესი.
ამავე ვადაში იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრისთვის პორტალი უნდა შექმნან.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სულ რვაჯერ გამოიყენა ვეტოს უფლებამოსილება. პარლამენტმა შვიდ შემთხვევაში ვეტო დაძლია (საკმარისია 76 ხმა) და კანონები შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნდა.
ე.წ. კარვების კანონი იყო ერთადერთი, რომელზე დადებული ვეტოს დაძლევისგან საპარლამენტო უმრავლესობამ თავი შეიკავა.
პრეზიდენტმა ვეტო პირველად 2022 წლის 22 ივნისს ე.წ. მოსმენების კანონის მიღების შემდეგ გამოიყენა. ზურაბიშვილმა თავიდანვე დაასახელა კრიტერიუმები: ვეტოს დაადებს ყველა იმ კანონს, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და დემოკრატიულ განვითარებას.
#1 ვეტო: „მოსმენების კანონი“ - 22.06.2022
„მოსმენების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა 2022 წლის 6 სექტემბერს დაძლია.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მოსმენა და თვალთვალი შესაძლებელი გახდა დამატებით 27 სახის დანაშაულზე. ფარული მოსმენების ვადა 6 თვიდან 9 თვემდე გაიზარდა, ხოლო 100 ტიპის დანაშაულზე, სასამართლოს ნებართვით, მისი დაუდგენელი ვადით გაგრძელება გახდა შესაძლებელი.
რიგი დანაშაულების შემთხვევაში, გამოძიება გათავისუფლდა შეტყობინების ვალდებულებისგან მათ მიმართ, ვის მიმართაც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ასევე ნახეთ ვენეციის კომისია: კანონპროექტი ფარული საგამოძიებო მოქმედების გარშემო ნაჩქარევად იქნა მიღებულივეტო #2: „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონი - 23.02.2023
2023 წლის 13 ივნისს პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით გამოქვეყნდა. „არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!" - ეწერა პრეზიდენტის განცხადებაში.
ცვლილებებით, ეროვნული ბანკის „პირველი ვიცე-პრეზიდენტის“ ცნება შემოვიდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა გახდა, რომელსაც დაეკისრა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება.
ვეტო #3: „საარჩევნო კოდექსი“ - 26.06.2023
პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 2023 წლის 26 ივნისს დაძლია. კანონის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის და წევრობის კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტისგან პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა. ამასთან, მათ ასარჩევად 100 ხმის ნაცვლად, არანაკლებ 76 ხმა განისაზღვრა. ცვლილებები „შარლ მიშელის შეთანხმების“ დარღვევად შეფასდა.
ვეტო #4: „კარვების კანონი“ - 17.10.2023
საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში, დემონსტრანტებს აეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების”, მათ შორის, კარვების მოწყობა.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დღემდე არ არის დაძლეული.
მაშინ, 2023 წლის ოქტომბერში, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების წინ აღარ იჩქარებდნენ ვეტოს დაძლევას. საქართველო წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დეკემბრისთვის ელოდებოდა.
ასევე ნახეთ ეუთო/ოდირი "კარვების აკრძალვის კანონზე": კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული ასევე ნახეთ ახალი კანონით პოლიცია გადაწყვეტს, როდის შეიძლება აქციაზე კარვის გაშლა და როდის არა - განმარტავს კობახიძევეტო #5: „საარჩევნო კოდექსი“ - 20.03.2024
2024 წლის 19 მარტს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო დაძლია. ერთ-ერთი შესწორებით, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა.
ვეტო #6: „ქალთა კვოტირების გაუქმება“ - 18.04.2024
2024 წლის 15 მაისს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო „ქალთა კვოტირების გაუქმების კანონზე“. ამ გადაწყვეტილებით, ამოიღეს „საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლი, რომელიც პარტიებს საპარლამენტო არჩევნების სიაში დროებით, სულ მცირე, ყოველ მეოთხედ, ქალის ჩაწერას ავალდებულებდა.
ასევე ნახეთ „ქალთა კვოტირების გაუქმების კანონზე“ საპარლამენტო უმრავლესობამ და „გირჩმა“ პრეზიდენტის ვეტო დაძლიესვეტო #7: „ოფშორების კანონი“ - 03.05.2024
პარლამენტმა 2024 წლის 29 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „ოფშორების კანონზე“. გამჭვირვალობის საბაბით შემოღებული „აგენტების კანონის“ პარალელურად დამტკიცებულ ამ ცვლილებებს ხელისუფლების ოპონენტები აკრიტიკებენ. ისინი ფიქრობენ, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი შესწორება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ერგება და სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინს უკავშირდება.
შესწორების მიხედვით, აქტივის ოფშორიდან ქართულ იურიდიულ პირზე გადაფორმება არ დაიბეგრება.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონით საქართველოში ინვესტორებისთვის არათანაბარი და დისკრიმინაციული გარემო იქმნება.
ასევე ნახეთ პარლამენტმა „ოფშორების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლიავეტო #8: „აგენტების კანონი“ - 18.05.2024
2024 წლის 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა ე.წ. აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
„კანონი აიძულებს ორგანიზაციებს დარეგისტრირდნენ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად, ანუ აგენტებად. ასეთი თვითაღიარების იძულება იწვევს მათ სტიგმატიზაციას. კანონი ქმნის ყველა პირობას, რომ ორგანიზაციის საქმიანობა შეიზღუდოს და საბოლოოდ, გაუქმდეს“, - დაწერა ზურაბიშვილმა მოტივირებულ შენიშვნებში.
ასევე ნახეთ „კანონის გაუქმება არის უალტერნატივო“ - კიდევ რას ამბობს პრეზიდენტის ვეტო? ასევე ნახეთ ვეტო დაძლეულია, პარლამენტმა „აგენტების შესახებ“ კანონი მიიღო - როდის ამოქმედდება და რა მოხდება შემდეგ?იმ ერთადერთ კანონპროექტს („კარვების კანონს“), რომელზეც პრეზიდენტის ვეტო დაძლეული არ არის, საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია, ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს. კონსტიტუციით ვეტოს საკითხის განხილვის ვადა არ არის დადგენილი.