დაკარგულთა შორის არის ხუთსულიანი ოჯახი - ზაზა მესხი მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად.
რადიო თავისუფლებას რაჭაში, სოფელ უწერაში მდებარე ერთ-ერთი კოტეჯის მეპატრონე ავთო ყავლაშვილი ეუბნება, რომ ოჯახი ორშაბათიდან ისვენებდა მის კუთვნილ კოტეჯში, - რომელიც სტიქიის ზონიდან მოშორებით მდებარეობს, - გუშინ კი შოვში იყვნენ ავტომობილით ასული.
ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადიყავლაშვილის ინფორმაციით, ოჯახი ნიდერლანდში ცხოვრობს და ახლა საქართველოში დასასვენებლად იმყოფებოდნენ. მისივე ცნობით, დაკარგული ოჯახის ნათესავები მათ საძებნელად ადგილზე ჩავიდნენ.
“ჯერჯერობით არავითარი სიახლე არ გვაქვს”, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას 4 აგვისტოს, 14:40 საათისთვის.
ასევე ნახეთ შოვში ეძებენ 30-ზე მეტ ადამიანს - ბოლო ინფორმაციაბოლო ინფორმაციით [14:13 საათი], რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესების განვითარებით დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 210 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს.
სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარი ერთვება.
ასევე ნახეთ გეოლოგი განმარტავს, რატომ განვითარდა შოვში მეწყრული პროცესები ასევე ნახეთ მეწყერი შოვში - განახლებადი