ბათუმში საკრუიზო გემ Astoria Grande-ს შემოსვლას საპროტესტო აქციით დახვდნენ

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მობილიზებულია პოლიცია. სანაპირო, გემის სიახლოვეს, დიდ პერიმეტრზე ჯებირითაა შემოსაზღვრული. გადაკეტილია გოგებაშვილის ქუჩა. 

ბათუმის ნავსადგურში სოჭიდან თურქეთის გავლით შემოსულ საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს საპროტესტო აქციით დახვდნენ.

სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები აპროტესტებენ საკრუიზო ლაინერით ბათუმში რუსეთის მოქალაქეების ჩამოსვლას.

გადაკეტილია გოგებაშვილის ქუჩა, სადაც პოლიციაა მობილიზებული. ბათუმის სანაპირო, გემის სიახლოვეს, დიდ პერიმეტრზე ჯებირითაა შემოსაზღვრული. დგას პოლიციის კორდონი.

საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ გემის შემოსვლამდე, წუხელ დაიწყო მას შემდეგ, რაც ბათუმის ნავსადგურში ჯებირები აღმართეს. წინასწარი მონაცემებით, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

გემი ASTORIA GRANDE, რომელზეც რუსული მუსიკალური არხის მიერ ორგანიზებული კრუიზის მონაწილეები იმყოფებიან, 29 ივლისს სოჭის პორტიდან გავიდა და დღეს, 31 ივლისს, 05:30 საათზე თურქეთის ტრაპიზონიდან ბათუმში შევიდა. ბათუმის ნავსადგურიდან გემის გასვლა დღის ბოლოს იგეგმება.

ასევე ნახეთ ბათუმში პოლიციამ რკინის ჯებირებით შემოღობა ნავსადგური, სადაც რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემს ელოდებიან
ასევე ნახეთ ბათუმში შემოვა გემი, ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტებით

პალაუს დროშით მცურავი გემი ASTORIA GRANDE, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შემოვიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.

ასევე ნახეთ კობახიძემ "ქაჯობა" უწოდა სოჭიდან ჩამოსული საკრუიზო ლაინერის მგზავრების მიმართ პროტესტს
ასევე ნახეთ ვამაყობ ჩვენი ხალხით - ზურაბიშვილი ბათუმის პორტში გამართულ აქციაზე