ვაცლავ ჰაველი

ჩეხოსლოვაკიის ოპოზიციის ლიდერი ვაცლავ ჰაველ პრაღაში, ვაცლავის მოედანზე ხელს უქნევს დემონსტრანტებს. 1989 წლის 10 დეკემბერი.

ჩეხოსლოვაკიის ახალარჩეული პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი მოქალაქეებს ხვდება პრაღის ციხე-სიმაგრეში 1989 წლის 29 დეკემბერს.

ჰაველი თავის აგარაკზე ჰრადეჩეკში. 1970-იანი წლები.

ჰაველი (მარჯვნივ) დემონსტრანტების ჯგუფს მიმართავს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციის მე-40 წლისთავთან დაკავშირებით. 1988 წ.

ჰაველი პირად აუდიენციაზე პაპ იოანე პავლე მეორესთან რომში, ვატიკანში. 1990 წლის სექტემბერი.

ჰაველი (ცენტრში) პირველ მეუღლეს, ოლგასა, და "პრაღის გაზაფხულის" ლიდერს, ალექსანდერ დუბჩეკს შორის პრაღაში - ჩეხოსლოვაკიაში პაპი იოანე პავლე მეორის ვიზიტისას.

ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი (მარცხნივ) და პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ ვალენსა ვარშავის ლუდხანაში 1998 წლის მარტში.

ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი, ტიბეტის სულიერი ლიდერი დალაი ლამა (ცენტრში) და უიღურთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარე რებია კადირი "აზიაში მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კონფერენციაზე". პრაღა, 2009 წლის სექტემბერი.

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მედლინ ოლბრაიტი (მარცხნივ) და ვაცლავ ჰაველი კონფერენცია "ფორუმი 2000-ზე". პრაღა 2007 წლის ოქტომბერი.

ჰაველი (მარცხნივ) სანთელს ანთებს სტუდენტთა მემორიალზე. პრაღა, 2009 წლის 17 ნოემბერი.

ჰაველი სეტზე, მისი ფილმის გადაღებისას. სოფელი ჩესკა სკალიცე, 2010 წლის ივლისი.

ჰაველი პუბლიკას ესალმება მისი ფილმის პრემიერის შემდეგ. პრაღა, 2011 წლის მარტი.

ჰაველი და მისი მეორე მეუღლე დაგმარი. 2011 წლის მარტი.

ჰაველი "ფორუმი 2000-ის" მე-15 კონფერენციაზე. პრაღა, 2011 წლის ოქტომბერი.