30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის მიერ 26 აგვისტოს გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ შეიარაღებული კონფლიქტების ან სხვა სახის ძალადობის შედეგად გაუჩინარებული ადამიანების ნათესავები განუზომლად იტანჯებიან, ცდილობენ რა გამოიკვლიონ, რა ბედი ეწიათ მათ უგზო-უკვლოდ დაკარგულ ნათესავებს; ამასთან, სათანადო ყურადღება არ ეთმობა იმას, რასაც ახლობელდაკარგული ადამიანები განიცდიან. რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით საქართველოში? როგორ ცხოვრობენ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ახლობლები?
მარინა ყალიჩავა აფხაზეთიდან დევნილია. 1992 წლის 28 ნოემბერს, როდესაც ოჩამჩირის რაიონის სოფელი კოჩარა დედასა და 4 თვის შვილთან ერთად დატოვა, იქ დარჩნენ მისი მეუღლე და მამა.
”პოზიციებზე იდგნენ. ჩემი მეუღლე მის მერე არ მინახავს. მამაჩემს ეგონა, აქეთ იყო გადმოსული და დაიკარგა. ყველგან ვეძებდით, აფხაზებიც ეძებდნენ, სხვათა შორის, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. დღემდე ველოდებით ყოველდღე.”
„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობის მონაცემებით, აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად, ორივე მხარის 1 800-მდე პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაკარგულთა რაოდენობა 2008 წლის აგვისტოს ომმა გაზარდა. „წითელი ჯვრის“ შუამდგომლობით, კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარეს ჩამოყალიბებული იყო კომისიები, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას ცდილობდნენ, თუმცა 2003 წლის შემდეგ იყო გარკვეული პაუზა. უკვე 2011 წლიდან, ისევ „წითელი ჯვრის“ ეგიდით, ჰუმანიტარული მექანიზმი შეიქმნა, რომლის მიზანიცაა კონფლიქტში მონაწილე მხარეების ხელისუფლებებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.
არიან ტომბე, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში, ამბობს, რომ, „წითელი ჯვრის“ დახმარების მიუხედავად, მთავარი საქმე ხელისუფლებებმა უნდა გააკეთონ:
”ხელისუფლების ვალდებულებაა არა მარტო დაადგინოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ადგილსამყოფელი, არამედ იცოდეს დაკარგულთა ოჯახების სხვა პრობლემების შესახებაც და იზრუნოს მათ მოგვარებაზე. „წითელი ჯვარი“ ეხმარება მხარეებს, რომ მოლაპარაკებები აწარმოონ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს პრობლემები ხელისუფლების გადასაწყვეტია. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას.”
იმაზე, რომ ხელისუფლებებმა მეტი უნდა გააკეთონ უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიების საქმეში, გასული წლის ოქტომბერში ლაპარაკობდა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი. მაშინ მან რადიო თავისუფლებასთან თავის მიერ მომზადებულ ანგარიშზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეები მას ყურადღებით გაეცნობოდნენ და შედეგებიც გამოჩნდებოდა. შედეგების შესახებ კომენტარი გვინდოდა გვეთხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მაგრამ ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და პრესცენტრის თანამშრომლებთან დაკავშირება ვერ შევძელით. ასევე შეუძლებელი აღმოჩნდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების დროებით საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გამომძიებელი ჟურნალისტი თეა თოფურია ამ ორგანიზაციის მიერ გასულ წელს განხორციელებულ პროექტში - „ძალადობრივი გაუჩინარება საქართველოში“ - უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციას უშუალოდ მათი ოჯახის წევრებისგან იღებდა. თეა თოფურია ამბობს, რომ მუშაობის დროს ძირითადად ორი პრობლემა გამოიკვეთა: ერთი, რომ გაუჩინარებულთა ოჯახის წევრებს არა აქვთ რეალური ინფორმაცია. ის ამბობს, რომ შეიძლება ადამიანები, რომლებიც ომის დროს დაკარგულებად ითვლებიან, ცოცხლები მართლა აღარ არიან, მაგრამ ახლობლებმა უნდა იცოდნენ ამის შესახებ, რადგან ხშირად წლების განმავლობაში ლოდინი უფრო მძიმეა, ვიდრე იმის ცოდნა, რომ ვისაც ელოდი, ცოცხალი აღარ არის. მეორე პრობლემა, რომელზეც თეა თოფურია ამახვილებს ყურადღებას, არის ის, რომ, საქართველო გაუჩინარებულთა შესახებ საერთაშორისო კონვენციასთან არ არის მიერთებული, ადამიანთა ძებნა შესაბამისი ორგანოების მიერ ამ კვალიფიკაციის მიხედვით არ ხდება და საქმეები დაკარგული ადამიანების შესახებ ყველაზე ხშირად მკვლელობის მუხლით აღიძვრება ხოლმე. თეა თოფურია ზოგადად ამ თემის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ამბობს:
”თითქოს ეზარება ხელისუფლებას ამ საკითხების ამოწევა და ხშირად დაკარგულთა მშობლებს ეუბნებიან, რით ვერ გაიგეთ, რომ თქვენი შვილი მოკვდა და აღარ უნდა ეძებოთო. იყო ასეთი რამდენიმე შემთხვევა.”
„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ფინანსური დახმარებით, ზუგდიდში მუშაობს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ”ქსენონი”, რომელიც ომში დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. ორგანიზაციის დირექტორი ნინო ჯანაშია ამბობს, რომ ამ ადამიანებს ყველაზე მეტად უყურადღებობა აწუხებთ:
”პირველ რიგში, მათ აქვთ ადამიანური ურთიერთობებისა და სითბოს დეფიციტი, ყოველ შემთხვევაში, მათ ამის განცდა აქვთ და ასევე ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობის განცდა.”

„წითელი ჯვარი“ ეხმარება მხარეებს, რომ მოლაპარაკებები აწარმოონ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს პრობლემები ხელისუფლების გადასაწყვეტია...

თითქოს ეზარება ხელისუფლებას ამ საკითხების ამოწევა და ხშირად დაკარგულთა მშობლებს ეუბნებიან, რით ვერ გაიგეთ, რომ თქვენი შვილი მოკვდა და აღარ უნდა ეძებოთო...