პრაღაში დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა. საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებმა, სხვა საკითხებთან ერთად, იმსჯელეს 2011 წელს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელებაზე. ამ შეთანხმებით, შვეიცარიულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს საბაჟო ადმინისტრირება საქართველო-რუსეთის საზღვარზე სამი სავაჭრო დერეფნის მიმართულებით (მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან რუსეთის საზღვარზე) და მხარეებს ინფორმაცია მიაწოდოს ტვირთების შესახებ. შეხვედრის მსვლელობა და შედეგები ზურაბ აბაშიძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში შეაფასა. ქართველ დიპლომატს ნანა პლიევა ესაუბრა.
Your browser doesn’t support HTML5