Accessibility links

დაბრკოლების ზოლი
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ზურაბ აბაშიძე: ოპონენტები ამ აჟიოტაჟით სრულ არაკომპეტენტურობას ავლენენ

ზურაბ აბაშიძე: ოპონენტები ამ აჟიოტაჟით სრულ არაკომპეტენტურობას ავლენენ


ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე

ოპოზიცია რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირად წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს რუსეთისათვის მაამებლური და საქართველოს ევროატლანტიკური არჩევნისათვის სახიფათო განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს. მაგალითად, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ინიციატივითაც კი გამოვიდა, რომ „საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტროლი დაწესდეს იმისათვის, რომ ზურაბ აბაშიძე მისი კომპეტენციის ფარგლებს არ გასცდეს და არ აკეთოს ის, რაც მისი საქმე არ არის“. პასუხად საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი წარმომადგენელი ოპოზიციას პოპულიზმსა და არაკომპეტენტურობაში სდებს ბრალს. აღნიშნული შეფასებები ზურაბ აბაშიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში გააკეთა 25 თებერვალს პრაღაში კარასინ-აბაშიძის ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობის დაწყებამდე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG