სოფელი ხურვალეთი მავთულხლართებით არის ორად გაყოფილი. ადგილობრივი მოსახლეობა ვერ გადადის იმ მხარეზე, რომელზეც საძოვრები, სასაფლაო და რამდენიმე კარ-მიდამო მდებარეობს. სოფლის მცხოვრებთა თქმით, რუსეთის სამხედროებმა მავთულხლართები წელიწადნახევრის წინ გააბეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან ადმინისტრაციული საზღვრის მოწყობისას.