ორგანიზაციის მიერ დღეს, 24 დეკემბერს, გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელიც ძალადობის ათეულობით მსხვერპლთან საუბარსაც ეფუძნება, პოლიციამ თბილისში სასტიკ ძალადობას მიმართა ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. Human Rights Watch-ის თანახმად, სამართალდამცავების ქმედებას ჰქონდა ფართომასშტაბიანი და როგორც ჩანს, სადამსჯელო ხასიათი. აქციის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით აკავებდნენ, სცემდნენ, აწამებდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ პოლიციის ავტომობილებსა და განყოფილებებში.
პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი დაზარალებულები, რომლებსაც უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესაუბრნენ, მიუთითებენ, რომ მიიღეს ტვინის შერყევა, ცხვირის, სახის ძვლების და კიდურების მოტეხილობა და სხვა ტრავმები.
Human Rights Watch-ი ხაზს უსვამს, რომ პოლიციელები აღჭურვილი იყვნენ დამცავი საშუალებებით, შავი ნიღბებით და არ ჰქონდათ არანაირი ამოსაცნობი ნიშანი.
ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების ასეულობით მონაწილეს ბრალი დასდო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში, სასამართლოში ამ საქმეების განხილვა კი ზედაპირული იყო და არანაირი ეფექტიანი ზომები არ ყოფილა მიღებული სასტიკი მოპყრობის შესახებ სერიოზული ბრალდებების განსახილველად.
ასევე ნახეთ ნახეთ რუკაზე სად ჩნდება აქციაზე დაკავებისას წართმეული ტელეფონები ასევე ნახეთ „ამას არ განვიხილავთ“, - როგორ აჩუმებენ მოსამართლეები ნაცემ დემონსტრანტებს, როცა ისინი ძალადობაზე იწყებენ ლაპარაკსHuman Rights Watch-ის ევროპის და შუა აზიის განყოფილების დირექტორ ჰიუ უილიამსონის განცხადებით, დემონსტრანტების მიმართ პოლიციის სასტიკი მოპყრობის მასშტაბი და ხელისუფლების უუნარობა, ამ პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს, მიუთითებს, რომ ძალადობა სანქცირებული იყო ან ხელისუფლება ძალადობას ამართლებს.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
„ვისაც არ დაეზარა, მუშტებს და წიხლებს მირტყამდა,15-20 წუთს გრძელდებოდა ეს ცემა“ - აქციაზე დაკავებული პროგრამისტი
„აბჯრიანმა რობოკოპმა მითხრა, ერთი-ერთზე ვიჩხუბოთ, ხმას რო არ იღებ, რომ გცემენ, ვითომ მაგარი ბიჭი ხარო?“
მესმოდა „თავში ურტყით!“, „მოკალით!“ - როგორ სცემეს აქციაზე მეღვინე ძმებს
„დეტექტივი კარნახობდა, აგერ არის სხვა ოქმი და ეს გადაწერეო“ - გიორგი ბაგრატიონი აქციაზე დაკავების ამბავს ჰყვება
გაუპატიურების მუქარა აქციაზე ყოფნის გამო - 26 წლის ქალი საკუთარ გამოცდილებას ჰყვება
„შემიყვანეს ექიმის ოთახში, სადაც კამერები არ არის. მითხრეს გაიხადეო. გავიხადე. ტრუსიკი ჩაიწიეო. ჩავიწიე. მერე ჩაიკუზეო. ჩავიკუზე“.
19 წლის ნიკას დაკავების ორი ვერსია - რა ქნეს რუსთაველზე და რა თქვეს სასამართლოზე პოლიციელებმა
"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში
"ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე " - თორნიკე ჭელიძე დაკავების და 7-დღიანი პატიმრობის ამბავს იხსენებს
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი
Human Rights Watch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სპეცრაზმელები და, სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან კავშირის მქონე აგრესიული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, რომლებსაც ხელს უშლიდნენ მოვლენების გაშუქებაში.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების შედეგად ბრალი ჯერჯერობით არავისთვის წაუყენებიათ.
ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორდენებით დააჯილდოებს შსს-ს თანამშრომლებს, რომლებსაც დასავლეთმა რეპრესიებისთვის სანქციები დაუწესა. Human Rights Watch-ის შეფასებით, გამოძიების მიმდინარეობისას ხელისუფლების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება აჩვენებს ძალადობაში დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვალდებულების უგულებელყოფას.
ასევე ნახეთ მთავრობა აქციების დაშლის ხელმძღვანელ პირებს ღირსების ორდენზე წარადგენსHuman Rights Watch-ი ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებზე და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა აღკვეთოს პოლიციის ძალადობა, პატივი უნდა სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლებებს და ოპერატიულად და ეფექტიანად გამოიძიოს ცემის, წამების და სასტიკი მოპყრობის შესახებ ცნობები. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია მოითხოვს დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტების გათავისუფლებასაც.
Human Rights Watch-ი მიიჩნევს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მიაღწიონ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მომხდარი ძალადობის დამოუკიდებელ გამოძიებას, ევროკავშირის წევრებმა კი სანქციები უნდა დაუწესონ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებს და გააძლიერონ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდაჭერა.
საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნებს და „ქართული ოცნების" ზოგიერთ წარმომადგენელს სანქციები დაუწესეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის წევრმა ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა. ამასთან, საერთო პერსონალურ სანქციებზე შეთანხმებას ევროკავშირი ჯერჯერობით ვერ ახერხებს.
ასევე ნახეთ „ეს სახელმწიფოს პარალიზებასაც მოახდენს“ - როდესაც სანქციებს მაღალჩინოსნებს უწესებენ, რას უნდა ელოდოს ქვეყანა?თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ამასთან, „ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.
ასევე ნახეთ "სხვა გზა არ არის" - როგორ შეიძლება ახალ არჩევნებამდე მისვლა?