Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა აქციების დაშლის ხელმძღვანელ პირებს ღირსების ორდენზე წარადგენს


ფოტო პროევრპული აქციიდან
ფოტო პროევრპული აქციიდან

საქართველოს მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგენს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პოლიციის მაღალჩინოსნებს შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც პროევროპული აქციების დაშლაში მონაწილეობდნენ. მათ შორის - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის მიერ სანქცირებული პირები.

ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენენ:

  • შს მინისტრს, ვიცე-პრემიერ ვახტანგ გომელაურს;
  • შს მინისტრის პირველ მოადგილე შალვა ბედოიძეს;
  • შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს;
  • შს მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზს;
  • შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძეს;
  • შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ თემურ კუპატაძეს;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ვაჟა სირაძეს;
  • თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ სულხან თამაზაშვილს;
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ ზვიად ხარაზიშვილს;
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებს, მილერი ლაგაზაურსა და მირზა კერზევაძეს.

უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გაცემა მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დაელოდებიან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, რომ თუ რომელიმე მოხელეს სანქცირების გამო ფინანსური დანაკლისი შეექმნება, „სახელმწიფო აუნაზღაურებს“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესება დაიწყო 2023 წელს და 2024 წელში გააქტიურდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG