2 სექტემბერს გაეროს უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ ირანში, აგვისტოში, სიკვდილით დასაჯეს სულ ცოტა, 93 ადამიანი, რამაც წელიწადში სიკვდილით დასჯის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზარდა და ის ახლა 400-ზე მეტს შეადგენს.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის (OHCHR) უწყებამ "განგაში" გამოხატა ერთ თვეში სიკვდილით დასჯილთა საერთო რაოდენობის გამო - ივლისში ეს რაოდენობა 45-ს შეადგენდა - და მოუწოდა ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიკვდილმისჯილი ადამიანების სიკვდილით დასჯა.
მისი თქმით, გასულ თვეში სიკვდილით დასჯილთაგან 41 ნარკოდანაშაულის გამო იყო. "საერთაშორისო შეთანხმება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, რომლის ნაწილიცაა ირანი, ზღუდავს სიკვდილით დასჯის გამოყენებას "განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების გამო", როგორიცაა განზრახ მკვლელობა", განაცხადა უწყებამ.
ასევე ნახეთ
ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევების მკვეთრი მატების ფონზე იზრდება სიკვდილმისჯილ ქალთა რიცხვი2015 წლის შემდეგ შარშან ირანში ყველაზე მეტი ადამიანი დასაჯეს სიკვდილითირანში სიკვდილით დასაჯეს ოთხი ეთნიკური ქურთი, უსამართლო სასამართლოს შესახებ განცხადებების მიუხედავადირანში სიკვდილით დასაჯეს მკვლელობისთვის ბრალდებული 17 წლის ბიჭიირანში სიკვდილით ფარულად დასაჯეს შარშანდელი საპროტესტო აქციის მონაწილესასიკვდილო განაჩენი ცოლქმრული ღალატისა და არა მხოლოდ ამისთვისAI: 2022-ში სიკვდილით დასჯის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო ბოლო ხუთ წელში