Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში სიკვდილით დასაჯეს ოთხი ეთნიკური ქურთი, უსამართლო სასამართლოს შესახებ განცხადებების მიუხედავად


ირანში სიკვდილით დასაჯეს ისრაელთან თანამშრომლობაში ბრალდებული ოთხი ეთნიკური ქურთი. 2024 წლის 29 იანვარი
ირანში სიკვდილით დასაჯეს ისრაელთან თანამშრომლობაში ბრალდებული ოთხი ეთნიკური ქურთი. 2024 წლის 29 იანვარი

ირანში ჩამოახრჩვეს ოთხი ეთნიკური ქურთი, რომლებიც დამნაშავედ ცნეს ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ოთხივე მათგანი 30 წელზე ნაკლები ასაკის იყო. ისინი სიკვდილით დასაჯეს, მიუხედავად უფლებადამცველი ჯგუფების პროტესტისა, რომ ისინი სამართლიანი სასამართლოს გარეშე აღიარეს დამნაშავეებად.

29 იანვარს სიკვდილით დასჯილი პირები არიან მოჰამად ფარამარზი, მოჰსენ მაზლუმი, ვაფა აზარბარი და ფეჯმან ფატეჰი. ისინი ისრაელთან თანამშრომლობით ბომბის აფეთქების დაგეგმვაში დაადანაშაულეს. ბრალდებას ბევრი ეჭვქვეშ აყენებს.

ირანის მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო Mizan-ი წერს, რომ გასულ ზაფხულში დაპატიმრებულ ოთხეულს კავშირები ჰქონდა ისრაელთან, თუმცა იურიდიული პროცესის გასაიდუმლოების გამო ფაქტები ბუნდოვანია. ამ პროცესს მწვავედ აკრიტიკებდნენ ბრალდებულების ნათესავები და უფლებადამცველები, რომლებიც სიკვდილით დასჯას უსამართლოდ მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG