გლდანში მომხდარი დაპირისპირების დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია სამართალდამცველებმა იძულებით ჩასვეს პოლიციის ავტომანქანაში და გაიყვანეს ტერიტორიიდან.
როგორც ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა თქვა, მელია, ასევე, პარტიის სხვა წევრები - ბესო გაზდელიანი და ბაჩო დოლიძე პოლიციამ დააკავა.
ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა „ტვ პირველს" უთხრა, რომ ამ წუთამდე კომუნიკაციაზე არ გამოდის შინაგან საქმეთა სამინისტრო. „არ გვაქვს ინფორმაცია, სად არიან დაკავებულები, არიან თუ არა დაკავებულები, რა სტატუსი აქვთ მათ მინიჭებული. რაც გავრცელდა კადრები, აშკარად ჩანს, რომ დააკავეს", - თქვა მან.
როგორც ადვოკატმა განმარტა, „დაადეს თუ არა ხელბორკილი, ეს მეორეხარისხოვანია - როდესაც ადამიანებს პოლიცია აღუკვეთს გადაადგილების თავისუფლებას, ისინი ითვლებიან დაკავებულებად".
„იმის ნაცვლად, რომ დააკავონ მოძალადეები, რომლებიც სახლში უვარდებიან საკრებულოს წევრს, დააკავეს პოლიტიკოსები, რომლებიც ამას აპროტესტებენ", - დაამატა კონდახიშვილმა.
ნიკა მელია თანაპარტიელის, ირაკლი ეძგვერაძის მხარდასაჭერად გლდანში, მას შემდეგ მივიდა, რაც თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე საკუთარ სახლთან სცემეს.
მელიამ დაკავებამდე განაცხადა, რომ საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ ის კალაძის მეგობარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს სხდომაზე დაუპირისპირდა.
ეძგვერაძეზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების" დეპუტატი კოტე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. როგორც ენმ-ს წევრები აცხადებენ, სწორედ, ამის გამო დახვდნენ სახლთან ირაკლი ეძგვერაძეს.
ასევე ნახეთ ენმ-ის წევრს ირაკლი ეძგვერაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენგანახლება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამი წევრის დაკავება რადიო თავისუფლებას დაუდასტურა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრმა. ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად არიან დაკავებულები.
ასევე ნახეთ შსს ადასტურებს ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძის და ზვიად კუპრავას დაკავებას ასევე ნახეთ სპეცრაზმმა ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია დააკავა2021 წლის თებერვალში „ნაციონალური მოძრაობის" იმდროინდელი თავმჯდომარე ნიკა მელია სპეცდანიშნულების რაზმმა ოფისში დააკავა. სამართალდამცველებმა კარები შეტეხეს და ოთახში მყოფთა წინააღმდეგ გაუშვეს წიწაკის გაზი. აქტივისტები ცდილობდნენ, არ შეეშვათ სამართალდამცავები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, მაგრამ სპეცდანიშნულების რაზმები შენობაში სახანძრო კიბის გამოყენებით, სხვენიდან შევიდნენ.
შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებას აღასრულებდა ნიკა მელიასთვის 17 აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე გირაოს გადაუხდელობის გამო.
2020 წლის 1 ნოემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა, რომლის ტარებაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით იყო შეფარდებული.
ამის გამო პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით (მელიას გირაო, 30 000 ლარი გადახდილი ჰქონდა). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლომ მას გირაო წინასწარი პატიმრობით 2021 წლის 17 თებერვალს შეუცვალა.
საპოლიციო ძალები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კონსტიტუციურ წესრიგს სწრაფად აღადგენენ.
ღარიბაშვილის დანიშვნას წინ უძღოდა 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომა, რომელმაც მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა.
ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან.
ასევე ნახეთ მელიას თქმით, მისი საქმე "თაროზეა შემოდებული" და "ქართული ოცნება" საჭირო დროს გამოიყენებს ასევე ნახეთ სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ დარღვევა არ დაადგინა