Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ-ის წევრს ირაკლი ეძგვერაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ


თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან", ირაკლი ეძგვერაძე.
თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან", ირაკლი ეძგვერაძე.

გლდანში საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ თბილისის საკრებულოს წევრს „ნაიცონალური მოძრაობიდან", ირაკლი ეძგვერაძეს.

როგორც ეძგვერაძემ თქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მას თავს დაესხნენ, თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ზარნაძის გვერდით იყვნენ 2020 და 2021 წლის არჩევნებზე. „იარაღით, როდესაც მოვარდნენ საარჩევნო უბანზე [არევნების დროს]. ზოგიერთი დასაქმებულიც ჰყავთ გამგეობაში", - აღნიშნა ეძგვერაძემ. მისი თქმით, მის სახლთან 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

ეძგვერაძე კლინიკაში გადაიყვანეს.

ეძგვერაძეზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების" დეპუტატი კოტე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. როგორც ენმ-ს წევრები აცხადებენ, სწორედ, ამის გამო დახვდნენ სახლთან ირაკლი ეძგვერაძეს.

პოლიციამ გლდანში მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია. მელია და პარტიის სხვა წევრები მათი თანაპარტიელის, ირაკლი ეძგვერაძის მხარდასაჭერად, მას შემდეგ მივიდნენ, რაც თბილისის საკრებულოს წევრი საკუთარ სახლთან სცემეს.

მელიამ დაკავებამდე განაცხადა, რომ საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ ის კალაძის მეგობარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს სხდომაზე დაუპირისპირდა.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულები არიან ენმ-ის წევრები ბაჩო ნადირაძე და ბესო გაზდელიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

XS
SM
MD
LG